Loading...
Close
17 ნოემბერი 2019 23:32
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
7 ნოემბერი 2019 10:58
ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პირველი და უმთავრესი საფუძველი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებაა. ეს გადაწყვეტილება 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე იყო მიღებული და ეს გადაწყვეტილება ძალაშია - საქართველო გახდება ნატოს წევრი! - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, ვიდეომიმართვისას განაცხადა. მან დამსწრეებს ბრიუსელიდან მიმართა და ისაუბრა ნატო-სა და საქართველოს თანამშრომლობაზე.

„სამწუხაროა, რომ ამ შესანიშნავ კონფერენციას ვერ ვესწრები, თუმცა მადლიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ჩამოვსულიყავი. ჩვენი ვიზიტიც ბათუმში გაიმართა და უბრალო დამთხვევა არ არის, რომ ამ კონფერენციასაც ეს შესანიშნავი ქალაქი მასპინძლობს. ამით ჩვენ გვსურდა, ხაზი გაგვესვა ალიანსისთვის ზოგადად შავი ზღვის რეგიონის და კერძოდ, საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობისთვის.

ნატო-ს თანამშრომლობა საქართველოსთან განსაკუთრებულია და რამდენიმე მიმართულებას ეფუძნება. პირველი და ყველაზე მთავარი საფუძველი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებაა. ყველამ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე იყო მიღებული. ეს გადაწყვეტილება ძალაშია - საქართველო გახდება ნატოს წევრი! წლების განმავლობაში ერთობლივი მუშაობით საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ნატო-ს წევრობას და ამ პროგრესს ყველა მოკავშირე უჭერს მხარს. საქართველო უწყვეტ პროგრესს რამდენიმე მექანიზმის საშუალებით განაგრძობს, რაც ჩვენი თანამშრომლობის მეორე მიმართულებაა. ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) ფორმატი პოლიტიკური დიალოგის საშუალებას გვაძლევს, წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) კი, საქართველოს იმ რეფორმების გატარებაში ეხმარება, რომელიც საქართველოს ალიანსში საბოლოო გაწევრიანებისთვისაა საჭირო და ყოველწლიური შეფასების საშუალებას გვაძლევს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) მხარს უჭერს თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს რეფორმირებას", - განაცხადა გოტმიოლერმა.

მისი თქმით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტიის მიღებიდან 5 წლის შემდეგ სახეზეა შესანიშნავ წარმატება.

"ამჯერად, თანამშრომლობის ამ უმთავრესი ინსტრუმენტის განახლებასა და გაძლიერებაზე ვმუშაობთ, რათა SNGP კიდევ უფრო ეფექტიანი მექანიზმი გავხადოთ როგორც საქართველოსთვის, ისე ნატო-სთვის. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მხარს უჭერს მეტ საქართველოს ნატო-ში და მეტ ნატო-ს საქართველოში! საქართველო ნატო-ში მეტად არის წარმოდგენილი დიალოგის, ერთობლივი წვრთნებისა და სწავლებების მეშვეობით, ხოლო ნატო საქართველოში კიდევ უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრისა (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) სახით. ნატო-ს წევრი ქვეყნის ათეულობით ექსპერტი იმყოფება საქართველოში ან ხშირად სტუმრობს საქართველოს და მუშაობს ისეთ კონკრეტული პროექტებზე, როგორიცაა საზღვაო უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, სამხედრო პოლიცია და სხვა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგვიძლია პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რათა განვავითაროთ თავდაცვითი შესაძლებლობები და ეს არ არის ცოტა, რადგან საქართველო სამაგალითო პარტნიორია. თქვენ ძალიან კარგად იყენებთ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც გეხმარებათ საბოლოო გაწევრიანებისთვის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებით, მდგრადობისა და ალიანსთან ურთიერთთავსებადობის გაძლიერებით. ურთიერთთავსებადობა გვეხმარება ავღანეთის მისიაში, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის მესამე მიმართულებაა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ღირსეულად და შეუპოვრად მსახურობენ ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში. ჩვენ არასდროს არ დაგვავიწყდება თქვენი სამხედროებისა და მთელი ქვეყნის მიერ საერთო უსაფრთხოებისთვის გაღებული მსხვერპლი", - აღნიშნა გოტმიოლერმა.

მანვე ასევე ისაუბრა ოქტომბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტზე ბათუმში.

"ეს იყო ჩემი ბოლო ოფიციალური მივლინება ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის რანგში. ჩემთვის დიდი პატივი იყო ოქროს საწმისის ორდენის მიღება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან. ეს მე მახსენებს საქართველოს საამაყო ისტორიას. ვიზიტისას მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს. ეს ახალგაზრდები გვახსენებენ, რომ საქართველოს ბრწყინვალე მომავალი აქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. თქვენ ძალიან ბევრი რამ გაქვთ საამაყო. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს ამ კონფერენციის ფარგლებში და ასევე, ალიანსსა და საქართველოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას", - განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ირაკლი ღარიბაშვილი - ნატო-სთან ურთიერთობას ორ სიტყვაში ვიტყოდი - ჩვენ უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი