Loading...
Close
18 ნოემბერი 2019 00:30
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
განათლება
მიხეილ ბატიაშვილი პოსტის დატოვების გადაწყვეტილებას განმარტავს - სად მიდის განათლების ყოფილი მინისტრი
7 ნოემბერი 2019 11:54
ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტიდან გადამდგარმა მიხილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მინდა გითხრათ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო მინისტრის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები.

ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მას იმისათვის, რომ პირადად აქტიურად არის ჩართული რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.


ბატიაშვილის თქმით, პირველად, სწორედ ამ ხელისუფლების დროს გახდა განათლება მთავარი პრიორიტეტი, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის განვითარებისთვის. ბატიაშვილმა მისი მინისტრობის პერიოდის მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემაში მოხდა ძირეული გარდატეხა.

„ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა მრავალი უპრეცედენტო მიღწევა სპორტის მიმართულებით, დავიწყეთ ცვლილებები კულტურის სფეროში, რაც აუცილებლად საჭიროებს გაძლიერებას, ხოლო განათლების სისტემაში მოხდა ძირეული გარდატეხა. ეს არის „ქართული ოცნების“ უდიდესი მიღწევა. პირველად, სწორედ ამ ხელისუფლების დროს გახდა განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის განვითარებისთვის. ეს უკვე დადასტურდა საქმით! ამ ეტაპზე, როდესაც განათლების რეფორმა სისტემურად მიმდინარეობს, იმ ფონზე, როდესაც სისტემა სწორ გზაზე დგას, დარწმუნებული ვარ, პირადად ჩემი წასვლა არ შეაფერხებს იმ განვითარებას, რომელიც არის შეუქცევადი პროცესი. სხვა შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ბატიაშვილმა იმ კომპლექსურ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც განათლების ყველა მიმართულებით განხორციელდა.

„ჩვენ დავიწყეთ ცვლილებები მთელი სისტემის, განათლების ყველა მიმართულებით და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება პროფესიონალების იმ გუნდთან ერთად, რომელიც სამინისტროში მუშაობს, იმ სტრატეგიისა და გეგმის საფუძველზე, რომელიც ამ პერიოდში ჩამოყალიბდა და რეფორმის ფარგლებში განათლების ყველა საფეხურზე ხორციელდება”, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ბატიაშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საკუთარ ენერგიას სისტემას გარედან, დიდ და ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით მოახმარს.

''ჩემი როლი და ძალისხმევა სრულად იქნება მიმართული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისკენ კონკრეტული შედეგების მისაღწევად და განათლების ერთიანი რეფორმის გასაძლიერებლად. უფრო მეტიც, ვგეგმავ, რომ ჩემი ენერგია უკვე სისტემის გარედან, დიდ და ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით კვლავ მოვახმარო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მიმდინარე რეფორმას და ხელს შეუწყობს განათლების სისტემის მეტ განვითარებას. ჩემი როლი და ძალისხმევა სრულად იქნება მიმართული კონკრეტული, მნიშვნელოვანი და დიდი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისკენ კონკრეტული შედეგების მისაღწევად და განათლების ერთიანი რეფორმის გასაძლიერებლად.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთიან სამთავრობო გუნდს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის. ჩემს დიდ გუნდს სამინისტროში, თითოეულ თანამშრომელს, მათ გარეშე ჩვენ არ გვექნებოდა ის შედეგები, რასაც მივაღწიეთ და რაც მთავარია, უზარმაზარია მათი როლი იმ პროცესებში, რაც მიმდინარეობს და გაგრძელდება.

დიდი მადლობა ყველას, მასწავლებლებს, ლექტორებს, მეცნიერებს, ექსპერტებს. დიდი მადლობა თქვენ, მედიას, იმისათვის, რომ მუდმივად აშუქებდით ჩვენს პროექტებს“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი