Loading...
Close
17 ნოემბერი 2019 23:51
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
EMC-ი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის ვახტანგ გომელაურის და სოსო გოგაშვილის გამოკითხვის ოქმებს აქვეყნებს
7 ნოემბერი 2019 12:01
„ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო უწყების სამსახურის ყოფილი უფროსისა და მოქმედი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის, ირაკლი ჩიმაკაძის და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის პაატა ჯაჭვაძის გამოკითხვის ოქმებს აქვეყნებს.

სუს-ის ყოფილი უფროსის, ვახტანგ გომელაურის გამოკითხვის ოქმი მიმდინარე წლის 20 აგვისტოთია დათარიღებული და მასში გომელაური რამდენიმე შეკითხვას პასუხობს.

„ვახტანგ გომელაური აღწერს, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს სუს-მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისში, ბერი სალოსის გამზირზე ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობდნენ ეთნიკურად ჩეჩენი პირები, რომლებიც ფლობდნენ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას.

მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით კტც-ს მიერ დაწყებული იქნა გამოძიება და ადგილზე გავიდა საგამოძიებო ჯგუფი, რათა ჩაეტარებინათ ჩხრეკა და დაკავება. ვინაიდან ინფორმაცია ცეცხლსასროლ იარაღს ეხებოდა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ადგილზე მობილიზებულიყო სუს-ის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები. ჩატარდა ოპერაცია და გაგრძელდა შემდგომი გამოძიება, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ 21 ნოემბერს ლიკვიდირებულ აჰმედ ჩატაევის ჯგუფს სხვა თანამზრახველებიც ჰყავდა, რომლებიც სოფელ დუისში ცხოვრობდნენ. ამ ფაქტების შესახებ ინფორმაცია ი. ჩიმაკაძემ {სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე} მიაწოდა ი. გოგაშვილსა და ვ. გომელაურს და დაიგეგმა აღნიშნული პირების, მათ შორის თ. მაჩალიკაშვილის დაკავება, პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. დასაკავებული პირების ა. ჩატაევთან კავშირის გათვალისწინებით არსებობდა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ვარაუდი, ამიტომ გომელაურმა მიიღო გადაწყვეტილება საგამოძიებო ჯგუფს დახმარებოდა სოდ-ი, რომლის დეპარტამენტის უფროსს აუხსნა საქმის ზოგადი ვითარება. თუმცა დეპარტამენტის უფროსს დეტალური ინფორმაცია ი. ჩიმაკაძემ მიაწოდა. ვ. გომელაურის განმარტებით, მან ზეპირად მიუთითა სოდ-ის უფროსს, რომ ოპერაცია უსაფრთხოდ უნდა ჩატარებულიყო, დასაკავებელ პირთა დაზიანება, დაჭრა ან ლიკვიდაცია არ უნდა მომხდარიყო. მისი განმარტებით, ოპერაცია 26 დეკემბერს გამთენიისას უნდა ჩატარებულიყო. ვ. გომელაური აღნიშნავს, რომ 26 დეკემბერს დუისში არ

იყო, მას ინფორმაციას სპეცოპერაციის შესახებ ი. გოგაშვილი და ჩიმაკაძე აწვდიდნენ. ამასთან ერთად, ოპერაციის დასრულების შემდგომ ზეპირი ინფორმაცია მიაწოდა სოდ-ის უფროსმა“, - ნათქვამია გომელაურის გამოკითხვის ოქმში.

გამოკითხვის ოქმის მიხედვით, შეკითხვაზე რა ნორმატიული აქტებით ხელმძღვნელობს სოდ-ი და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში მათი მონაწილეობის დროს დგება თუ არა რაიმე დოკუმენტი, გომელაური აღნიშნავს:

„ძირითადად ზეპირი ფორმით ვავალებ სოდი-ს უფროსს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად უზრუნველყოს საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების უსაფრთხოდ ჩატარება“. რაც შეეხება კიდევ ერთ შეკითხვას: 2017 წლის 26 დეკემბერს შედგა თუ არა საგამოძიებო გეგმა ან რაიმე წერილობითი დოკუმენტი ღონისძიებაში მონაწილე პირებისათვის, სუსი-ის ყოფილი უფროსის თქმით, „რაიმე მსგავსი დოკუმენტი არ შედგენილა“.

„როგორც ვიცი, თანამშრომლებს ზეპირად გააცნეს საქმის ვითარება“, - ორგანიზაციის ინფორმაციით აღნიშნავს გამოკითხვისას გომელაური.

გომელაურს ეკითხებიან ასევე, თუ რატომ ჩატარდა ღამით სპეცოპერაცია და რატომ არსებობდა ამის გადაუდებელი აუცილებლობა, რაზეც სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ასე პასუხობს:

„პანკისის ხეობა განსაკუთრებული სენსიტიურობით გამოირჩევა და სპეცრაზმის დღისით შესვლას შესაძლოა, მოსახლეობის აგრესია გამოეწვია. ამასთან , დაკავების გარდა საჭირო იყო ჩხრეკის ჩატარება და ამ ორი საგამოძიებო მოქმედების სხვადასხვა დროს ჩატარებას შესაძლოა ხელი შეეშალა გამოძიებისთვის“.

კითხვაზე: განხორციელდა თუ არა რაიმე შიდა სამსახურებრივი შემოწმება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ამბავზე, გომელაურის თქმით, „შიდაუწყებრივი შემოწმება არ ჩატარებულა“.

გამოკითხვის ოქმის თანახმად, გომელაურის მიმართ მეტი კითხვა არ დასმულა.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე, სოსო გოგაშვილს, მისი გამოკითხვის ოქმში, რომელიც 19 აგვისტოს არის შედგენილი, წერია, რომ სპეცრაზმელმა, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, პროპორციული ძალა გამოიყენა.

გოგაშვილი აღწერს, რომ 20015 წლიდან 2018 წლამდე იყო სუს-ის უფროსის მოადგილე და მის საკურატორო სფეროში შედიოდა კონტრტერორისტული დეპარტამენტი. გოგაშვილის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს დუისში ჩატარდა სპეცოპერაცია და ამ სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მითითებას, შეეცადა ხელყუმბარის აფეთქებას, რის გამოც სპეცრაზმელმა გამოიყენა პროპორციული ძალა.

გოგაშვილი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს იმყოფებოდა თბილისში, სამსახურში და დუისში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ სუს-ის მაღალჩინოსნის, ირაკლი ჩიმაკაძისგან იღებდა ინფორმაციას.

სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ,ირაკლი ჩიმაკაძის გამოკითხვის ოქმი კი დათარიღებული მიმდინარე წლის 14 აგვისტოთი და ის ასეთი შინაარსისაა:

„ჩიმაკაძე აღნიშნავს, რომ არის სუს-ის კტც-ს უფროსი და მის ფუნქცია-მოვალეობებში შედის ტერორიზმთან ბრძოლა, ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარება და შესაბამისი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება. ის აღნიშნავს, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს სუს-მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისში, ბერი სალოსის გამზირზე ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობდნენ ეთნიკურად ჩეჩენი პირები, რომლებიც ფლობდნენ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას. მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით კტც-ს მიერ დაწყებული იქნა გამოძიება და ადგილზე გავიდა საგამოძიებო ჯგუფი, რათა ჩაეტარებინათ ჩხრეკა და დაკავება, ვინაიდან ინფორმაცია ცეცხლსასროლ იარაღს ეხებოდა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ადგილზე მობილიზებულიყო სუს-ის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები. ჩატარდა ოპერაცია და გაგრძელდა შემდგომი გამოძიება, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ 21 ნოემბერს ლიკვიდირებულ აჰმედ ჩატაევის ჯგუფს სხვა თანამზრახველებიც ჰყავდა, რომლებიც სოფელ დუისში ცხოვრობდნენ. ამ ფაქტების შესახებ ინფორმაცია ი. ჩიმაკაძემ მიაწოდა ი. გოგაშვილსა და ვ. გომელაურს და დაიგეგმა აღნიშნული პირების, მათ შორის თ. მაჩალიკაშვილის დაკავება, პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა განჩინებები. 21 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგების გათვალისწინებით, ლიკვიდირებულ პირთა ვინაობების გათვალისწინებით, ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით დაიგეგმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მონაწილეობა . ამ დეპარტამენტის უფროსს ზურაბ ზურაბიშვილს აუხსნა ი. ჩიმაკაძემ საქმის ვითარება და ვინაიდან არსებობდა საფრთხე რომ დასაკავებელ პირებს შესაძლოა ჰქონოდათ ცეცხლსასროლია იარაღი (ჩატავეთან კავშირისა და 21 ნოემბრის ამბების გათვალისწინებით) საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე უსაფრთხო გარემოს დაკავების ადგილზე სოდ-ის წევრების უზრუნველყოფდნენ. ი. ჩიმაკაძე იყო თბილისში, ოპერაციას თბილისიდან ხელმძღვანელობდა, პანკისში იყო მისი მოადგილე პაატა ჯაჭვაძე, რომელიც უწყვეტ რეჟიმში აწვდიდა ინფორმაციას ტელეფონით. მისგანვე შეიტყო, რომ თ. მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელს და მან გამოიყენა პროპორციული ზომა. ი. ჩიმაკაძე ინფორმაციას აწვდიდა ი. გოგაშვილსა და ვ. გომელაურს. ი. ჩიმაკაძის მიმართ სხვა რელევანტური კითხვები არ არის დასმული“, - ნათქვამია ჩიმაკაძის დაკითხვის ოქმში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსისა და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) უფროსს დავალება მისცა, რომ პანკისში სპეცოპერაცია დასაკავებელ პირთა დაჭრის ან ლიკვიდაციის გარეშე უნდა ჩატარებულიყო - ნათქვამია გომელაურის დაკითხვის ოქმში, რომელსაც „ადამიანის უფლებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრი“ ავრცელებს. ოქმის მიხედვით, გომელაური განმარტავს, რომ აღნიშნული დავალება სოდ-ის უფროსის მიმართ ზეპირსიტყვიერად გასცა და რაიმე დოკუმენტი არ შედგენილა.

გომელაურის თქმით, 26 დეკემბერს, პანკისში სპეცოპერაციის ჩატარების დღეს, პირადად ის დუისში არ იმყოფებოდა, რის გამოც ინფორმაციას კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის, ირაკლი ჩიმაკაძისა და მისი მოადგილის, სოსო გოგაშვილისგან იღებდა. აღსანიშნავია, რომ თავად გოგაშვილის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, სპეცოპერაციის ჩატარების ადგილზე არც თვითონ იმყოფებოდა და ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ჩიმაკაძე აწვდიდა.

„ვ. გომელაურის განმარტებით, მან ზეპირად მიუთითა სოდ-ის უფროსს, რომ ოპერაცია უსაფრთხოდ უნდა ჩატარებულიყო, დასაკავებელ პირთა დაზიანება, დაჭრა ან ლიკვიდაცია არ უნდა მომხდარიყო. მისი განმარტებით, ოპერაცია 26 დეკემბერს გამთენიისას უნდა ჩატარებულიყო. ვ. გომელაური აღნიშნავს, რომ 26 დეკემბერს დუისში არ იყო, მას ინფორმაციას სპეცოპერაციის შესახებ ი. გოგაშვილი და ჩიმაკაძე აწვდიდნენ. ამასთან ერთად, ოპერაციის დასრულების შემდგომ ზეპირი ინფორმაცია მიაწოდა სოდ-ის უფროსმა“, - ნათქვამია გომელაურის გამოკითხვის ოქმში.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე, სოსო გოგაშვილს, ის გამოკითხვის ოქმში აღნიშნავს, რომ „2017 წლის 26 დეკემბერს იმყოფებოდა თბილისში, სამსახურში და დუისში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ ირაკლი ჩიმაკაძისგან იღებდა ინფორმაციას“.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხნენ

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი