Loading...
Close
29 იანვარი 2020 08:48
H4CK3D BY GR1ZZLY FROM AtGhc.NeT
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
კონგრესმენების კრიტიკული წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას
17 დეკემბერი 2019 11:00

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, ადამ კინზინგერმა თავის „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასადმი გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა.

„როგორც კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, მე და გერი კონოლმა ეს წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გავუგზავნეთ, რომელიც ეხება, გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ იმ პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც ქართველ ხალხსა და საერთაშორისო საზოგადოებას პირობა ჰქონდათ მიღებული“.


წერილი 13 დეკემბრით არის დათარიღებული. ის გიორგი გახარიასადმი მიმართვით იწყება და ხაზს უსვამს, რომ კონგრესმენები კინზინგერი და კონოლი შეშფოთებულნი არიან, რომ საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, გიორგი გახარია, როგორც „კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ჯგუფის“ თანათავმჯდომარეები, ჩვენ დღეს გწერთ მზარდი შეშფოთებით უახლეს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დაპირებული პოლიტიკური რეფორმების მიტოვების შესახებ, ისევე, როგორც მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებაზე ცნობების თაობაზე.

1991 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველომ განავითარა ძლიერი დემოკრატიული საფუძველი და მოახდინა დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისადმი ერთგულების დემონსტრირება. ეს არის, თუ რატომაც ვართ შოკირებულები იმის გაგებით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საქართველოს პარლამენტში დაპირებული რეფორმები ჩაიშალა. საქართველო ამ რეფორმებზე წლების განმავლობაში მუშაობდა ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან ერთად. ეს ვალდებულება აღებული იქნა არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის წინაშე. იმედი გვაქვს, რომ ქართველი თანამდებობის პირები დაუყოვნებლივ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს და ამ მნიშვნელოვან რეფორმების პაკეტს მიიღებენ.

ქართველებს უნდათ ხალხის მთავრობა, ხალხის ნებით და ხალხისთვის. მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მეტად არის გათანაბრებული დასავლეთთან და აქვთ მისწრაფება, შეუერთდნენ ნატოსა და ევროკავშირს. სწორედ ამიტომ გამოვიდა ამდენი ადამიანი ქუჩაში, რათა მშვიდობიანად გამოეხატათ მათი შეშფოთება და შემდეგ ისინი მოძალადეებს გადაეყარნენ. მაშინ როდესაც ნებისმიერ მთავრობას აქვს უფლება, გამოიყენოს კანონიერი და პროპორციული ძალა ძალადობრივი არეულობის წინააღმდეგ, დემოკრატიებმა პატივი უნდა სცენ მოქალაქეების უფლებას, საკუთარი აზრის გამოსახატად გამოიყენონ მშვიდობიანი საშუალებები. სიახლე, რომ ასობით პროტესტანტი, ჟურნალისტი, და პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი დაშავდა - და ჰოსპიტალიზებულიც იქნა - გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობით, თავზარდამცემია.

საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სანდო და სტრატეგიული პარტნიორი თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში იყო, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ახლახანს გამოამჟღავნა თავისი მხარდაჭერა საქართველოსადმი „საქართველოს მხარდაჭერის აქტის“ (H.R. 598) მიღებით, რომელიც აცხადებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების უწყვეტ მხარდაჭერას, ასევე, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, და ადასტურებს რეგიონში შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ყოფნას. ახლა საქართველოს ხელისუფლების ჯერია, მიჰყვეს თავის ვალდებულებებს საქართველოს ხალხის წინაშე. ველით თქვენთან ერთად მუშაობას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ის, რომ საქართველოს დემოკრატია მომავალ წლებში მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდეს“.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

კონგრესმენების კრიტიკული წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას
ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი