Loading...
Close
26 თებერვალი 2020 01:26
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა - ოჯახი განცხადებას ავრცელებს
25 დეკემბერი 2019 10:00
ცოტნე გამსახურდიას ოჯახი 24 დეკემბერს მედიაში გასულ ინფორმაციას არასწორს უწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი შინაარსის სიუჟეტები, არის საზოგადოების შეცდომაში შემყვანი და ახდენს ცოტნე გამსახურდიას დისკრედიტაციას. ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში იყო ნახსენები, თითქოს სუფრაზე წარმოქნილი კონფლიქტის ინიციატორი ცოტნე გამსახურდია იყო, რაც ბრალდებულების ვერსიაა და არა სუფრის ნეიტრალური წევრების.

„სიუჟეტში ასევე მტკიცებით ფორმაში იყო საუბარი, რომ ცოტნე გამსახურდია, თავიდანვე აგრესიით გამოირჩეოდა ბრალდებულების მიმართ და რომ ისინი ცდილობდნენ სიტუაციის განეიტრალების მიზნით, გარიდებოდნენ ცოტნე გამსახურდიას, თუმცა იგი დაეწია მათ, რის შემდეგაც კონფლიქტი გამწვავდა. სიუჟეტში გამოყენებული იყო ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „ახლა უკვე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ცოტნე გამსახურდია დაკავებული პირების მიმართ, მთელი დღის განმავლობაში იყო საკმაოდ აგრესიული.” და „ცოტნე გამსახურდია დაეწია მათ (ბრალდებულებს) და ჩვენებების მიხედვით იგი გამოირჩეოდა აგრესიით.”

საზოგადოებას გვსურს განვუმარტოთ, რომ ეს ვერსია წარმოადგენს ბრალდებულების ვერსიას და საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ნეიტრალური სუფრის მოწმის ჩვენება, რომელიც დაადასტურებს, რომ კონფლიქტის ინიციატორი სწორედ ცოტნე გამსახურდია იყო. ჩვენთვის ასევე მიუღებელია სიუჟეტის ის ნაწილი, სადაც ასევე მტკიცებით ფორმაში ხდება მინიშნება, რომ ბრალდებულები სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდნენ, თუმცა ცოტნე გამსახურდიამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

მიგვაჩია, რომ ასეთი შინაარსის სიუჟეტები, არის საზოგადოების შეცდომაში შემყვანი და ახდენს ცოტნე გამსახურდიას დისკრედიტაციას. ასევე ვფიქრობთ, იმ მოცემულობაში, როდესაც ცოტნე გამსახურდია იბრძვის სიცოცხლისათვის, ბრალდებულების ვერსიის უაპელაციოდ გაზიარება და ჭეშმარიტებად წარმოჩენა, არ ჯდება არც ჟურნალისტურ სტანდარტში და სცდება ელემენტარულ მორალურ საზღვრებს.

მოვუწოდებთ მასმედიის საშუალებებს, მაქსიმალურად ობიექტურად მოახდინონ თემის გაშუქება და ნებსით თუ უნებლიედ ნუ შეუწყობენ ხელს ცოტნე გამსახურდიას დისკრედიტაციას. მით უფრო მისი ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, როდესაც მისი პოზიციის დაფიქსირება ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ვიდრე ცოტნე გამსახურდია თავად არ გააკეთებს განმარტებებს ან არ იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, არ გამოვრიცხავთ არც ერთ ვერსიას, მათ შორის არც პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და არც მის მიმართ განხორციელებულ, წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას. თუმცა ამავე დროს, არ გვსურს თემით სპეკულაცია და ველოდებით ცოტნე გამსახურდიას გამოჯანმრთელებას.

ცოტნე გამსახურდიას ოჯახი, კიდევ ერთხელ უხდის მადლობას საზოგადოებას და მედიის საშუალებებს გამოჩენილი თანაგრძნობისა და ყურადღებისათვის და ვიტოვებთ იმედს, რომ მომავალში მსგავსი გაუგებრობა თავიდან იქნება აცილებული,“ - ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.

სასამართლომ კვირას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს. ხოლო ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ერთი პირი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

ცოტნე გამსახურდია თბილისში, გალის ქუჩაზე, 19 დეკემბერს დაჭრეს.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

კონგრესმენების კრიტიკული წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას
ბიძინა ივანიშვილის განცხადება - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას
მოძრაობა 'სირცხვილიას' და 'შეცვალეს' აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს - LIVE
ირაკლი კობახიძე - სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას - არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის
თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გააცუცურაკა - ხალხი უნდა დაირაზმოს!
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია!
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საუკეთესო არჩევანი ტურისტებისთვის - საქართველო Emerging Destination Award ჯილდოს გამარჯვებული გახდა
'ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე' - მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
თურქეთის თავდაცვის უწყება - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ 'მუქარის წერილის' დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი