Loading...
Close
23 იანვარი 2018 21:34
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
'შსს-ს ძირითადი ამოცანა ნარკოდანაშაულთან ბრძოლაა' - შს მინისტრის პოზიცია ნარკოპოლიტიკის თაობაზე
დღის თემა
გიორგი გიორგანაშვილი - ვცდილობდი ყოველთვის საზოგადოებრივი წესრიგი დამეცვა, ჩემი ბრალდება აბსურდულია
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
კახა კალაძის პირველი კომენტარი დავით სოკოლოვის ბინასთან დაკავშირებით
'დეპუტატობა ჩაგიდეს? თქვენ ის არ ხართ, წინა ხელისუფლების დროსაც ხელისუფლებაში რომ იყავით?' - ჟურნალისტი რომან კაკულიას
მოამბის ყოფილი დიქტორი დავით სოკოლოვი ხანდაზმულთა ჰოსპიტალში ცხოვრობს
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ინტერვიუ
ემუქრება თუ არა საფრთხე ბორჯომის წყალს და რისკენ მოუწოდებს ინჟინერ-გეოლოგი ხელისუფლებას
გამოქვეყნების დრო – 24 აგვისტო 2017 11:19


"საქართველოში სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, რომელშიც ჩაერთვებიან სამხედრო და პოლიციის ყველა დანაყოფი; ყველა მეგობარ ქვეყანას უნდა ეთხოვოს დამხმარე სამაშველო რაზმების გამოგზავნა; უშიშროების საბჭომ დაიწყოს გამოძიება ხანძრის გაჩენის მიზეზის; გაძლიერდეს მთელ სასაზღვრო პერიმეტრზე კონტროლი; დაევალოს ბათუმის, თბილისის და ქუთაისის ბოტანიკურ ბაღებს ხის ნერგების გამოყვანა; შეიქმნას ტყის აღდგენის ფონდი, რომელშიც ჩაირიცხება ყველა იმ სახელმწიფო მოხელეს ან ბიზნესმენის ხელფასი, რომლის ერთი თვის ხელფასი 4 000 ლარს აღემატება. თუ ამ ღონისძიებას ჩვენი ხელისუფლება არ განახორციელებს, მაშინ კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებით და ჩემს თავს უფლებას მივცემ ამ ხელისუფლებას დავარქვა უნიათო ანუ უვარგისი", - ამ განცხადების ავტორი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ-გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, პროფესორი, მწერალი ვაჟა კაკაბაძეა. ვაჟა კაკაბაძე "ეურუსის" შეკითხვებს პასუხობს:


- ბატონო ვაჟა, აცხადებთ, რომ საჭიროა საგანგებო მდომარეობის გამოცხადება. თუ გაქვთ ეჭვი რომ ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩენილი ხანძარი ხელოვნურია? კერძოდ, თუ გაქვთ ვარაუდი, ვინ არის ამით დაინტერესებული?

- როცა სხვადასხვა ქედზე, რომლებიც ერთმანეთისაგან ხევით არის დაცილებული, და ჩნდება ცეცხლი ეჭვი მიჩნდება, რომ ეს დივერსიაა. რაც შეეხება თუ ვინ არის ამით დაინტერესებული მოგახსენებთ, რომ ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ბოროტი ადამიანი, ან ჯგუფი; ესეც ხომ ტერორიზმის ერთი ფორმაა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკის გაუარესებას, და მის ტერორში ანუ დაძაბულობაში მოქცევას.

- გამორიცხავთ რომ ხანძარი თავისი გაჩნდა?

- დიახ, შეუძლებელია ამდენი ხანძრის კერა ეთდროულად გაჩნდეს, სხვადასხვა ადგილზე, მაგრამ, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ.

- ამ ხანძრის შედეგად, რა ზარალი შეიძლება მიადგეს ბორჯომს და შესაძლებელია თუ არა ბორჯომის წყალი საფრთხის ქვეშ დადგეს?

- რაც შეეხება ბორჯომის წყლის გაქრობას ამის საშიშროება რეალურად არსებობს და ამასაც თუ გავითვალისწინებთ, საქართველოს ძალიან დიდი ეკონომიკური ზარალი მიადგება, თანხობრივად მის დათვლას ექსპერტები სჭირდება.

- რა არის გამოსავალი და რა შედეგს მოიტანს საგანგებო მდომარეობის გამოცხადება?

- გამოსავალი ამჟამად ძნელი საპოვნია, მაგრამ, მომავალში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაამკაცროს კონტროლი ყველა მიმართულებით ეს იქნება ტყის საფარის დაცვა, ბუნებრივი რესურსების უკონტროლო ეკსპლოტაციის და რასაკვირველია ადამიანების უსაფრთხოების მიმართულებით; დამეთანხმებით ალბათ დღეს მთელ მსოფლიოში მოქმედებს მთელი რიგი ტერორისტული დაჯგუფებები, ასეთივე ტერორისტული დაჯგუფება მოქმედებს რუსების მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ზუსტად ასეთი ხანძრები გაჩნდა დომბასში.

ჩემო, კეთილო მკითხველო, ხანძრის გაჩენა, კრიმინალური დაჯგუფებების წახალისება, სავალუტო ინტერვენცია, ინტერნეტული ქსელის მწყობრიდან გამოყვანა, თანამედროვე მსოფლიოში ეს ყველაზე ეფექტური იარაღია ომის საწარმოებლად.

რაც შეეხება თუ რა შედეგს მოიტანს საგანგებო მდგომარეობის შემოტანა მოგახსენებთ, რომ ეს საგანგებო მდგომარეობა არ გულისხმობს "კომენდატის საათის" დაწესებას, ეს გულისხმობს ქვეყნის რესურსების, როგორც ადამიანური, ასევე მატერიალური (ფინანსური, მანქანა-დანადგარები, ტექნიკა) სრულ მობილიზაციას და ქვეყნის ეკონომიკის სამსახურში ჩართვას, ასეთი მიდგომა გაზრდის ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უფრო გამჭვირვალეს გახდის მთავრობის საქმიანობას, რამეთუ ურთიერთვალდებულება გაჩნდება, საქართველო როგორც სახელმწიფო ჯერ ძალიან სუსტია, ამდენად აუცილებელია ყველა მიმართულებით დაუღალავი შრომა. დამეთანხმებით, რომ ძალიან ბევრი მუქთა მჭამელი გვყავს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურაში.

აუცილებლად უნდა შემუშავდეს ქვეყნის განვითარების პროგრამა როგორც სამხედრო ძალის განვითარების მიმართულებით, ასევე ეკონომიკის მიმართულებით, სამხედრო ძალის განვითარების მიმართულებით შექმნილია თუ არა არ ვიცი, მაგრამ ეკონომიკაში ამგვარი პროექტი არ არსებობს, მაშასადამე გვჭირდება საგანგებო მდგომარეობის შემოღება, რამეთუ: ვერ ვაქრობთ ცეცხლს, განათლების დონე დაბალია, მეცნიერება ჩამორჩა, ბუნებრივ რესურსებს უკონტროლოდ მოიპოვებენ, საქართველოში შემოდის უვარგისი საკვები პროდუქტი, უკონტროლოდ იჩეხება ტყე, და ა. შ. და, კიდევ ერთხელ განვმეორდები საგანგებო მდგომარეობა არ გულისხმობს "კომენდატის საათის" დაწესებას და მხოლოდ ომთან არ ასოცირდება. თუმცა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება დაემსგავსა ომს.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge