Loading...
Close
21 მაისი 2018 06:42
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
გიორგი გახარიას გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე - პირდაპირი ეთერი
დღის თემა
გრიგორი კარასინი - მოსკოვი არ გამორიცხავს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას 
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
'დანაშაულზე მაღლა დავდგე? ვთქვა რომ უდანაშაულოა?!' - რატომ არ იწყალებს პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილს
კლუბებში შეჭრის საქმე - გიორგი გახარია პოლიციას მადლობას უხდის - შს მინისტრის ვრცელი განცხადება
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
კულტურა
დევიდ ლინჩი საქართველოში კინემატოგრაფიის უნივერსიტეტის გახსნას გეგმავს
გამოქვეყნების დრო – 15 სექტემბერი 2017 00:22




ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი ნოემბერში საქართველოს ეტუმრება. ლინჩი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ქვეყანაში "დევიდ ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის" დაფუძნების საკითხზე გამართავს შეხვედრებს,. ინფორმაციას პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის (DLFC) ხელმძღვანელს გიგა აგლაძესთან გამართა შეხვედრა.

ლინჩის ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტთან დაკავშირებით დისკუსია, რომლის დეტალებსაც კომიტეტი აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად განიხილავს.

მარიამ ჯაში ამბობს, რომ დევიდ ლინჩის ფონდის მიერ გაჟღერებული ყველა ინიციატივა თანხვედრაშია საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ გაცხადებულ პრიორიტეტებთან.

ლინჩის ინიციატივები მოიცავს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციას, რომ ქვეყანა საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბდეს, მით უფრო ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებაში, როგორც არის კინემატოგრაფია. საერთაშორისო მასშტაბის ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებებისმასპინძლობა საქართველოს კულტურული და ეკონომიკური განვითარების ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

გიგა აგლაძის განცხადებით უკვე გადაწყვეტილია, რომ დევიდ ლინჩი საქართველოს ნოემბერში ესტუმრება და ფართო აუდიტორიასთან გამართავს შეხვედრებს, გაიმართება მისი ფილმების ჩვენებაც.




საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge