Loading...
Close
22 იანვარი 2018 09:48
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
კახიძე - მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციოს ამ ძალიან საგანგაშო კრიმინოგენულ ვითარებას
დღის თემა
ვაქცინაციის თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალური განცხადება გააკეთა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მამა პეტრე კოლხი - გვერდს ვერ ავუვლით, როდესაც შვილს აქვს სურვილი იაროს კლუბში და მოუსმინოს ელექტრონულ მუსიკას
'ნარკოტიკი 'ეკაიტიპებათ', როდესაც ამას გადავიტანთ ჯანდაცვის ჭრილში, მიხვდებიან რომ ეს დაავადებაა!'
მელია - ის წყობიდან გამოვიდა მას შემდეგ, რაც ბატონ გახარიასთან დაკავშირებით ვთქვი
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
კულტურა
სულ მალე წინანდალი მსოფლიო კულტურული ცხოვრების ყურადღების ცენტრში მოექცევა
გამოქვეყნების დრო – 15 სექტემბერი 2017 10:58


''სულ მალე წინანდალი მსოფლიო კულტურული ცხოვრების ყურადღების ცენტრში მოექცევა - აქ დაარსდება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც მსოფლიო დონის მუსიკოსებს უმასპინძლებს და ქართული კულტურის ახალ კერად იქცევა", - შესაბამის განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ facebook-გვერდზე ვკითუხლობთ:


"ამ პროექტის განხორციელება, რომლის თანაავტორები და მხარდამჭერები არიან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლასიკური მუსიკის ფესტივალის - „ვერბიეს“ დამფუძნებლები, შესაძლებელი გახდა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ძალისხმევითა და თანამშრომლობით.

ამ იდეის განხორციელებას ბიძგი მისცა შვეიცარიის ქალაქ ვერბიეს მაგალითმა, რომელიც ერთ დროს ზამთრის პატარა კურორტი იყო და ამ ფესტივალის წყალობით დღეს მსოფლიოში სახელგანთქმულ მუსიკალურ ცენტრად იქცა. დღეს ეს პატარა ქალაქი მთელი წლის განმავლობაში, 4-ვე სეზონზე, მასპინძლობს მსოფლიო დონის შემსრულებლებს, ათასობით მუსიკის მოყვარულს, ტურისტს და უკვე მძლავრი კულტურისა და ტურიზმის კერა გახდა. სწორედ ამის ანალოგი გვინდა მოვაწყოთ საქართველოში, კახეთში. ახლა უკვე ჩვენი კულტურული ცხოვრებით წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და ვაქციოთ წინანდალი თანამედროვე, კეთილმოწყობილ და სასურველ ადგილად. ამავე დროს ამ მასშტაბის პროექტებს ყოველთვის მოჰყვება თანამდევი, მნიშვნელოვანი დადებითი პროცესები - ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმისა და სერვისების, ბიზნესის განვითარება, რაც ქვეყნის წინსვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ წინანდალში - ჭავჭავაძეების სასახლესთან, სადაც ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იყო აქტიური კულტურული ცხოვრება, გაგრძელდება ქართული კულტურის საუკეთესო ტრადიციები. წინანდალში გაჩნდება ერთიანი სივრცე, სადაც მოეწყობა საერთაშორისო მნიშვნელობის მუსიკალური ცენტრი და აკადემია, რომელიც მთელი მსოფლიოს ახალგაზრდა და ნიჭიერი მუსიკოსების შეკრების ადგილი გახდება", -
ნათქვამია განცხადებაში.




საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ხელოვნება
მედიცინა
გასტრონომია
საინტერესო
განათლება
ანალიტიკა
მედია
რელიგია
ანიმნდი
ვალუტის კურსი
ბლოგი
ლიტერატურა
პერსონა
ეს საინტერესოა
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
ისტორია
არქირაექტურა
რა მოხდა დღეს
არქივი
დიზაინი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge