Loading...
Close
27 მაისი 2018 11:49
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს
დღის თემა
აშშ-ის კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიცირება მოხდა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მრგვალი მაგიდა თემაზე: 'თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის-მომავალი ასწლეულის სტრატეგია'
მიხეილ სააკაშვილი - ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
რელიგია
პატრიარქის მიმართვა მრევლს - ვფიქრობ, ეს გამოიღებს დიდ შედეგს და ჩვენი ერი გამთლიანდება
გამოქვეყნების დრო – 21 სექტემბერი 2017 13:48



საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. ილია მეორემ ხუთშაბათი დღე გამთლიანების და გაძლიერების დღედ დააწესა.

"დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს წარსულზე, ჩვენს დღევანდელ დღეზე და მომავალზე, ჩვენ უნდა ვიცოცდეთ, რომ ყველაფერი ღვთისაგანაა, ღვთის ძალით, ღვთის მადლით მიეცემა ადამიანს და აი, დღეს ჩვენ ვფიქრობთ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ საქართველო, რა უნდა ითქვას, რომ დღევანდელი დღე არის საწყისი ჩვენი ცხოვრებისა. ჩვენ ხშირად გვეკითხებიან რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ ადამიანის გადარჩენისთვის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გარაჩენა ჩვენს მთლიანობაშია. ჩვენ უნდა გავმთლიანდეთ, გავერთიანდეთ და ასეთი დღე უნდა იყოს გამოყოფილი. მე ვფიქრობ რომ ეს დღევანდელი დღეა - ხუთშაბათი.

ხუთშაბათს რომ ჩვენ შევხვდეთ ერთმანეთს, აქ სამების ტაძარში და ეზოში და გავამშვენოთ ჩვენი კარ-მიდამო, ეზო და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საწმყო იყო ღვთისა და ადამიანისათვის. მაშასადამე ყველას გეძლევათ ლოცვა კურთხევა, ვისაც გაქვთ სურვილი და დრო, ხუთშაბათობით 10 საათზე მობრძანდეთ, 10 საათამდე უნდა ჩატარდეს წირვა. ერთი საათის მანძილზე იქნება ლოცვა საქართველოს მთლიანობისთვის და გადარჩენისთვის.

საქართველოს გადარჩენისთვის და მთლიანობისთვის ყოველ ხუთშაბათს ჩაატარდება ლოცვა, მე ვფიქრობ რომ ეს გამოიღებს დიდ შედეგს და ჩვენი ერი გამთლიანდება და გადარჩება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახართ", - ბრძანა პატრიარქმა.




საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge