Loading...
Close
23 იანვარი 2018 21:36
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
'შსს-ს ძირითადი ამოცანა ნარკოდანაშაულთან ბრძოლაა' - შს მინისტრის პოზიცია ნარკოპოლიტიკის თაობაზე
დღის თემა
გიორგი გიორგანაშვილი - ვცდილობდი ყოველთვის საზოგადოებრივი წესრიგი დამეცვა, ჩემი ბრალდება აბსურდულია
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
კახა კალაძის პირველი კომენტარი დავით სოკოლოვის ბინასთან დაკავშირებით
'დეპუტატობა ჩაგიდეს? თქვენ ის არ ხართ, წინა ხელისუფლების დროსაც ხელისუფლებაში რომ იყავით?' - ჟურნალისტი რომან კაკულიას
მოამბის ყოფილი დიქტორი დავით სოკოლოვი ხანდაზმულთა ჰოსპიტალში ცხოვრობს
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
რელიგია
წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანეს
გამოქვეყნების დრო – 23 სექტემბერი 2017 19:17

წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანეს. თბილისის აეროპორტში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, სასულიერო პირები და სხვადასხვა ეკლესიის მრევლი იმყოფებოდა.

ხვალ, სამების საკათედრო ტაძარში წირვაზე წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი იქნება დაბრძანებული.

ყოვლადწმინდა სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სადღესასწაულო წირვას აღავლენს, სადაც 11:00 საათზე, მუზეუმიდან გადაბრძანებული იქნება წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი. მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ სიწმინდე მოილოცონ.

25 სექტემბერს, 13:00 საათზე, ლუსკუმას წმინდანის ნაწილით კახეთში ალავერდის საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ, სადაც 26 სექტემებრს, ქეთევანობის დღესასწაულზე იქნება დასვენებული. შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის.

სიწმინდე საქართველოში დაახლოებით 6 თვე დარჩება.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge