Loading...
Close
23 იანვარი 2018 21:36
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
'შსს-ს ძირითადი ამოცანა ნარკოდანაშაულთან ბრძოლაა' - შს მინისტრის პოზიცია ნარკოპოლიტიკის თაობაზე
დღის თემა
გიორგი გიორგანაშვილი - ვცდილობდი ყოველთვის საზოგადოებრივი წესრიგი დამეცვა, ჩემი ბრალდება აბსურდულია
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
კახა კალაძის პირველი კომენტარი დავით სოკოლოვის ბინასთან დაკავშირებით
'დეპუტატობა ჩაგიდეს? თქვენ ის არ ხართ, წინა ხელისუფლების დროსაც ხელისუფლებაში რომ იყავით?' - ჟურნალისტი რომან კაკულიას
მოამბის ყოფილი დიქტორი დავით სოკოლოვი ხანდაზმულთა ჰოსპიტალში ცხოვრობს
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
რელიგია
პატრიარქმა მრევლს მიმართა, ხვალ, სამებაში შეიკრიბონ და ერის გამთლიანების შესახებ იმსჯელონ
გამოქვეყნების დრო – 27 სექტემბერი 2017 15:01

სამების საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა. პატრიარქმა მრევლს დღევანდელი დღესასწაული მიულოცა და ტრადიციული ქადაგებით მიმართა. ილია მეორემ მრევლს კიდევ ერთხელ მიმართა, ხვალ, 10:00 საათზე სამებაში შეიკრიბონ, რათა ერის გამთლიანების შესახებ იმსჯელონ.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთის ომში დაღუპულებს და შევთხოვთ უფალს, რომ მათი ლოცვა შეგვეწიოს ჩვენ და საქართველოს. მე ადრე გითხარით, რომ ხუთშაბათობით გვექნება შეხვედრა, ხვალ 10:00 საათზე ჩვენ შევიკრიბებით აქ, სამების ტაძარში. ეს იქნება პირველი შეხვედრა და ფიქრი იმის შესახებ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ მთლიანობას მივაღწიოთ, მთლიანობა დავიმსახუროთ. ღმერთი მოწყალეა და მოგვცემს ჩვენ მთლიანობას. ხვალ იქნება შეხვედრა სამებაში, მაგრამ მომავალში, რადგან ეს სამუშაო დღეა, ალბათ შაბათობით გვექნება შეხვედრები. ჩვენ უნდა შევიცნოთ თავი ჩვენი და შევიცნოთ ერთმანეთი, ჩვენ უნდა მხარში ამოვუდგეთ ერთმანეთს. რატომღაც ისეა მოწყობილი ადამიანის გონება, რომ ერთმანეთში ცუდს ვხედავთ და ნაკლებად კარგს. უნდა დავინახოთ სიკეთე, უნდა დავინახოთ სიყვარული, სიხარული. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა. ფილოსოფოსი კონფუცი ამბობს, რომ არ არის საკმარისი სხვამ გითხრას, რომ უყვარხარ, შენ უნდა მიაღწიო ისეთ სიმაღლეს, რომ შენ უთხრა სხვას: „საყვარელო, მიყვარხარ“. ფსალმუნში ვკითხულობთ: „მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდე“. ხვალინდელი დღე მთლიანობის, საქართველოს, ქართველი ხალხის გამთლიანების დღეა, დასაწყისია გამთლიანების და შევთხოვთ უფალს, გვაუწყოს, გვითხრას, გვიჩვენოს გზა, რომელსაც ვიდოდეთ“, - ბრძანა პატრიარქმა.

ამასთან, პატრიარქმა სამი მღვდელი: მამა ლუკა მკალავიშვილი, მამა ლევან ალადაშვილი, მამა ბასილ მურვანიშვილი დეკანოზის ხარისხში აიყვანა და გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge