Loading...
Close
22 ივნისი 2018 22:58
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ჯანდაცვა/მედიცინა
ცოფთან 'თამაში' არ შეიძლება, მედიცინა მის წინააღმდეგ უძლურია - ამირან გამყრელიძე საზოგადოებას აფრთხილებს 
გამოქვეყნების დრო – 28 სექტემბერი 2017 13:21



დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ მიმარტულებით ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ კომპლექსურად გატარებული ღონისძიებების შედეგად, გარკვეული დადებითი შედეგები არსებობს. ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მიმართა, რომ ვინაიდან მედიცინა ცოფთან უძლურია, ცხოველის მიერ დაკბენის შემთხვეაში, სამედიცინო დაწესებულებას დაუყოვნებლივ მიმართოან.

„დაკბენილ ადამიანთა 80% მოდის ე.წ. პატრონიან ცხოველებზე, ამიტომ მივმართავ მოსახლეობას, კატა იქნება თუ ძაღლი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ცხოველი დაგკბენთ, სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართეთ. ამ დროს შანსი ნაკლებია, რომ დაკბენის შემდეგ ადამიანი ცოფით დაავადდეს. ქვეყანაში საკმარისი მარაგი არსებობს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის. ცოფთან „თამაში“ არ შეიძლება. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის ისეთი დაავადება , რომლის განვითარების შემთხვევაში მედიცინა მის წინააღმდეგ უძლურია. ამიტომ, დაავადების თავიდან ასაცილებლად მიმართეთ ექიმს. არსებობს, ძალიან ეფექტური და თითქმის, 100%-იანი დაცვის საშუალეება. დაკბენის შემთხევაში თუ ადამიანი აიცრება, მაშინ ეს არის იმის მყარი გარანტია რომ ცოფი არ განვითარდეს", - განაცხადა გამყრელიძემ.


„მე მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ამ პროგრამით ისარგებლონ და ჩაუტარონ თავიან ცხოველებს პროფილაქტიკური ვაქცინაცია, რაც იმის გარანტიაა, რომ ცოფი ცხოველებში არ გავრცელდება. გარდა ამისა, ყოველწლიურად ვიძენთ იმ რაოდენობის ვაქცინას, რომელიც ცოფის პროფილაქტიკისთვის საკმარისია. ვაქცინაცია უფასოა, ვაქცინა კი ჩეხური წარმოებისაა. ყოველწლირად ვატარებთ მის გამოცდას. გარდა ამისა, ჩვენ წელს, საპილოტედ ავირჩიეთ მოსწავლე-ახალგაზრდობა, დავდივართ სკოლებში და მოსწავლეებს ვუხსნით, თუ როგორ უნდა მოუარონ შინაურ ცხოველბს და რა უნდა მოიმოქმედონ ცოფის თავიდან ასაცილებლად. მოვუწოდებ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სახლში შინაური ცხოველები ჰყავთ, უნდა მიმართონ სახელმწიფო ვეტერანულ სამსახურს და წელიწადში ერთხელ, ცხოველებს ვაქცინაცია უნდა ჩაუტაროს“,
- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე დემნა ხელაიამ.



საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge