Loading...
Close
21 მაისი 2018 06:41
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
გიორგი გახარიას გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე - პირდაპირი ეთერი
დღის თემა
გრიგორი კარასინი - მოსკოვი არ გამორიცხავს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას 
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
'დანაშაულზე მაღლა დავდგე? ვთქვა რომ უდანაშაულოა?!' - რატომ არ იწყალებს პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილს
კლუბებში შეჭრის საქმე - გიორგი გახარია პოლიციას მადლობას უხდის - შს მინისტრის ვრცელი განცხადება
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
კულტურა
'მამიკოს გოგო' - 'გადაიღე საქართველოში' პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღებები დაიწყო
გამოქვეყნების დრო – 6 ოქტომბერი 2017 12:48

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ახალი ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. "მამიკოს გოგო” („Daddy's Girl”) - ასე ჰქვია მხატვრული ჟანრის ფილმს, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია “სარკე სტუდია“ მუშაობს.

ფილმის რეჟისორია ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი ჯულიარდ რიცარდსი ( Julian Richards), რომელსაც ისეთ ცნობილ ფილმებზე აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა: „Pirates“, „Queen Sacrifice“, „Darklands“ და ა.შ. ფილმის გადაღებები ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და ამ პროცესში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ქართველ და უცხოელ მსახიობებთან ერთად ფილმის ერთ-ერთ მთავარ როლს ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი კოსტას მანდილორი (Costas Mandylor) შეასრულებს.

ფილმის თემატიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის შემდეგი ლოკაციები შეირჩა - კოჯრის მიმდებარე ტერიტორია, თბილისის ძველი უბნები და ქალაქის გზატკეცილები.

კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო პრომოკამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, უფრო და უფრო აქტუალური ხდება და უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც მატულობს.



საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge