Loading...
Close
23 იანვარი 2018 21:39
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
'შსს-ს ძირითადი ამოცანა ნარკოდანაშაულთან ბრძოლაა' - შს მინისტრის პოზიცია ნარკოპოლიტიკის თაობაზე
დღის თემა
გიორგი გიორგანაშვილი - ვცდილობდი ყოველთვის საზოგადოებრივი წესრიგი დამეცვა, ჩემი ბრალდება აბსურდულია
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
კახა კალაძის პირველი კომენტარი დავით სოკოლოვის ბინასთან დაკავშირებით
'დეპუტატობა ჩაგიდეს? თქვენ ის არ ხართ, წინა ხელისუფლების დროსაც ხელისუფლებაში რომ იყავით?' - ჟურნალისტი რომან კაკულიას
მოამბის ყოფილი დიქტორი დავით სოკოლოვი ხანდაზმულთა ჰოსპიტალში ცხოვრობს
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
რელიგია
მიტროპოლიტ დანიელი - მთელი ერი უნდა დაირაზმოს პატრიარქის ირგვლივ, რათა ეკლესიამ წარმატებით დაძლიოს მის წინაშე არსებული ურთულესი ამოცანები
გამოქვეყნების დრო – 11 ოქტომბერი 2017 21:51

მთელი ერი უნდა დაირაზმოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ირგვლივ, რათა ეკლესიამ წარმატებით დაძლიოს მის წინაშე არსებული ურთულესი ამოცანები და მოხდეს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ერის გაერთიანება, - ამის შესახებ ნათქვამია საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტ დანიელის მოხსენებაში, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის 40-წლიან მოღვაწეობას ეხება.

წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის განჩინება საზოგადოებას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა გააცნო.


”დღეს სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში შედგა საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა ანუ წმინდა სინოდის კრება, სადაც განხილული იყო რიგი საკითხებისა. წმინდა სინოდის სხდომა გახსნა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. წმინდა სინოდს მისმა უწმინდესობამ მოახსენა შემდეგი: მან აღნიშნა, რომ იწურება 40 წელი ჩვენი პატრიარქობისა და უნდა განვიხილოთ თუ რა გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში, რა გამოგვრჩა და რა შეცდომა დავუშვით. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო უმძიმესი წლები და იგი დაიწყო ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის პერიოდში. ყველას მოგეხსენებათ, რომ მკაცრი პირობები და მკაცრი დრო იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, ბევრი რამ გაკეთდა.

ამის შემდგომ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტ დანიელს. მიტროპოლიტმა დანიელმა მოკლედ მიმოიხილა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის 40-წლიანი მმართველობის პერიოდი. მან აღნიშნა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც განვლილ პერიოდში გადაიდგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძალისხმევით. ხაზი გაესვა სამღვდელოების გამრავლებას, ეპარქიების გამრავლებას და შესაბამისად მღვდელმთავართა რიცხვის ზრდას წმინდა სინოდის შემადგენლობაში, საქართველოს ფარგლებს გარეთ ეპარქიების დაფუძნებას, ეკლესიას მოწყვეტილი საზოგადოება დაუბრუნდა ეკლესიის წიაღს, ხოლო თვით ეკლესია აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. მიუხედავად სხვადასხვა წინააღმდეგობებისა, ეკლესია დღესაც ამ გზას ადგას.

მომხსენებელმა ასევე გაიხსენა ეკლესიის როლი ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე. ყურადღება გამახვილდა მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების უმნიშვნელოვანეს საკითხზე. მომხსენებელმა ისაუბრა საქართველოს საპატრიარქოს საფარველქვეშ საგანმანათლებლო და სოციალური დაწესებულებების გამრავლებაზე, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმების შესახებ, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ეკლესიის როლი ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ერის ცხოვრებაში.

ბოლოს, მეუფე დანიელმა დასძინა, რომ ის, რაც კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევითა და ძალისხმევით გაკეთდა, ჩვენი მხრიდან ითხოვს სათანადო შეფასებას და დაფასებას. სწორედ ამიტომ, მთელი ერი უნდა დაირაზმოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ირგვლივ, რათა ეკლესიამ წარმატებით დაძლიოს მის წინაშე არსებული ურთულესი ამოცანები და მოხდეს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ერის გაერთიანება”,
- ნათქვამია განჩინებაში.




საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge