Loading...
Close
22 აპრილი 2018 21:59
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
ქანთარია უმრავლესობის სხდომის გადადებაზე - ვიღაც საქეიფოდ არის, ვიღაც უქეიფოდ
დღის თემა
შეწყალების საკითხი - რა გადაწყვეტილება მიიღეს პრეზიდენტმა, სასჯელაღსრულების მინისტრმა და კომისიის წევრებმა
ეკონომიკა
კომპანია Gebrüder Weiss-ი საქართველოში დამატებით 2 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მწვანე თბილისი - კახა კალაძის მადლობა ზურაბ შევარდნაძეს და მიმართვა ბიზნესის წარმომადგენლებს
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
იზრდება გართობის, დასვენების, კულტურული ღონისძიებების ეკონომიკა - თბილისის ღამის ეკონომიკის პრეზენტაცია 
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
კულტურა
Björk-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების თითქმის 80% გაყიდულია
გამოქვეყნების დრო – 20 ოქტომბერი 2017 16:34



ბიორკი ქართული მუსიკის გაცნობის მიზნით სვანეთში, ზემო აჭარაში, გურიასა და კახეთში ჩავა
ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი, 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში, ხოლო 3 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავს კონცერტებს. დეტალებზე ორგანიზატორებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, ისლანდიელი მუსიკოსის Björk-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების თითქმის 80% გაყიდულია, ხოლო თბილისში ბიორკის კონცერტზე ხალხი ძალიან შორი მანძილიდან მოდის, გარდა ევროპული ქვეყნებისა, ბიორკის კონცერტების ბილეთებს ყიდულობენ მადაგასკარსა და მავრიტანიაში. როგორც SOU ფესტივალის დამფუძნებელმა სანდრო ლომინაშვილმა განაცხადა, ბიორკი მსმენელის წინაშე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით წარდგება და ქართველ მსმენელს უახლეს ნამუშევრს Vulnicura-ს წარუდგენს.

„სამთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, „სოუ ფესტივალმა“ მოახერხა შეთანხმების მიღწევა ისეთი მაღალი დონის მუსიკოსის ჩამოყვანაზე, როგორიცაა Björk. ამ კოლაბორაციის ფარგლებში, „სოუ ფესტივალი“ წარადგენს ორ კონცერტს - ოპერისა და ბალეტის თეატრსა და თბილისის საკონცერტო დარბაზში.

საკონცერტო სივრცეები სპეციალური პროგრამის გათვალისწინებით მან თავად შეარჩია. ეს ორი სივრცე კი ჯამში 3 000 ადამიანის დასწრების საშუალებას იძლევა. კონცერტების პროგრამა ორივე დღეს იდენტურია და არის მისი უკანასკნელი ალბომიდან, სიმებიანი ვერსია, რომელიც ძალიან საინტერესო ინტერპრეტაციაა ამ ალბომისა. ამ კონცერტების მოსმენის შესაძლებლობა წელს მხოლოდ ტოკიოში მეხიკო სითისა და ლოს-ანჯელესში ჰქონდათ.

გუშინდელი დილის მონაცემებით, სტუმრებს ველოდებით უამრავი ევროპული ქვეყნიდან, ამერიკიდან და იაპონიიდან. ეს არის ​ბიორკის ფანების გლობალური თავშეყრა. ასევე ბილეთები შეძენილია ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა მადაგასკარი, მავრიტანია და საუდის არაბეთი. ბილეთების დაახლოებით 20 პროცენტია დარჩენილი.

ბიორკი ისეთი არტისტია, რომელსაც უბრალოდ კონცერტების ჩატარება არ აინტერესებს ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, რომელსაც გააჩნია უდიდესი მუსიკალური მემკვიდრეობა. ჩვენ შევთავაზეთ მას და ის სიხარულით დათანხმდა საქართველოში მუსიკალურ ექსპედიციას. ამ ექსპედიციის ფარგლებში ბიორკი გაეცნობა ქართული მუსიკის ოთხ სხვადასხვა ფორმას და იმოგზაურებს ქვეყნის ოთხ რეგიონში: სვანეთში, ზემო აჭარაში, გურიასა და კახეთში. ჩვენ ისტორიული მოვლენის მონაწილეები და მომსწრეები ვხდებით, რადგან ჩამოდის მომღერალი, რომელიც მუსიკალური განვითარების გზაზე ეპოქის მომტანია, ისტორიული პერსონაა, ვინაიდან მან შექმნა ახალი მუსიკალური ჟანრი“,
- განაცხადა სანდრო ლომინაშვილმა.



საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge