Loading...
Close
23 მაისი 2018 09:25
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
'ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას - ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უმრავლესობაში პოზიციები დაახლოვდა'
დღის თემა
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე 'საქართველო რუსეთის წინააღმდეგ' ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას - ხელები შორს საქართველოს ისტორიიდან!
ძიუდის ფედერაციის პრეზიდენტის სკამი, რომელიც ქუჩაში მოისროლეს, მოქალაქემ წაიღო
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ინტერვიუ
ყველაზე იაფი სუპერმარკეტი საქართველოში - ''უნივერსამი'' ქსელის გაფართოებას გეგმავს
გამოქვეყნების დრო – 27 ოქტომბერი 2017 15:50


ბიზნესი 18 წლიდან დაიწყო - მეგობართან ერთად აფთიაქი გახსნა, შემდეგ - პატარა მარკეტები, ბოლოს კი ქვეყანას ცნობილი ბრენდი შემატა, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან, - ეს პროფესიით ეკონომისტი და ბიზნესმენი სოსო ღუდუშაურის ისტორიაა, რომელიც დღეს, 38 წლის ასაკში, სუპერმარკეტ „უნივერსამის“ დამფუძნებელია - საქართველოში ყველაზე იაფი პროდუქციის მქონე ქსელის.

„უნივერსამის“ ისტორია 2010 წლიდან იწყება. მანამდე ტერიტორია ბიზნესმენს იჯარით ჰქონდა გაცემული, რომელზეც ასევე სუპერმარკეტი ფუნქციონირებდა, სახელწოდებით - „ახალი“. ის 2010 წელს გაკოტრდა: „ცარიელი ფართის ყურებას, გადავწყვიტე, ისევ სუპერმარკეტი გამეხსნა“, -ამბობს ღუდუშაური. „უნივერსამის“ პირველმა ფილიალმა თემქაზე დაიწყო ფუნქციონირება. მაშინ მხოლოდ ერთ სართულზე იყო მარკეტი განთავსებული, დღეს კი თემქის „უნივერსამი“ უკვე ორ სართულს მოიცავს.

2014 წლიდან სხვა ობიექტები მიამატეს და საერთო ჯამში, ცხრა ობიექტად იქცა. 2017 წელს „უნივერსამის“ ორი დიდი ფილიალი ისანში და გლდანში, ყოფილი „ფურშეტის“ ადგილას გაიხსნა.
„ძირითად შემთხვევაში ფართები ნაქირავები გვაქვს, თუმცა 10 მარკეტიდან 4-ის ფართი უკვე შევიძინეთ“,-ამბობს ბიზნესმენი, რომელიც „უნივერსამის“ წარმატებად პროდუქტის ხარისხსა და დაბალ ფასებს მიიჩნევს.

რატომ მოსწონთ „უნივერსამი“? -ამ კითხვას სოსო ღუდუშაური თამამად პასუხობს: „ჩვენს ქსელში ასორტიმენტი დიდია; ხელოვნური ბარიერები არ გვაქვს კომპანიებთან და მაქსიმალურად გახსნილები ვართ. რაც მთავარია, აქცენტს ვაკეთებთ ქართულ პროდუქციაზე და ნაწარმზე; გვაქვს ჩვენი შიდა წარმოებაც: პურ-ფუნთუშეული, ნახევარფაბრიკატები, ნაყინი თუ სხვა. ეს კი ხელს გვიწყობს იმაში, რომ დაბალი ფასი დავიჭიროთ“.

ქართულ პროდუქციაზე აქცენტის გაკეთება სოსო ღუდუშაურისთვის, ბიზნესთან ერთად, პატრიოტული მოტივიცაა - დაეხმაროს მცირე მეწარმეებს, რომ საქმიანობა განაგრძონ: „გვინდა, რომ ქართულ წარმოებას ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ წარდგენაში. გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში მეწარმეებს მივცეთ მოტივაცია - შექმნან ქართული ნაწარმი. მითუმეტეს, რომ დღეს ქართული პროდუქციის სტანდარტი უმაღლესია“.

„უნივერსამს“ ამ ყველაფერთან ერთად აქვს ექსკლუზიური იმპორტი, რომელშიც შუამავალი რგოლი, ე.წ. დისტრიბუტორი არ ჰყავს. ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მომხმარებელს მარკეტის დახლებზე მისაღები ფასი ხვდება:

„მთელს ქალაქში ყველაზე დაბალი ფასი გვაქვს. ყველა ქალბატონმა იცის, რომ ჩვენთან, მაგალითისთვის, ზეთი და სარეცხი ფხვნილი ყველაზე იაფია“-ამბობს ჩვენი რესპოდენტი. მართლაც, აქ დიასახლისებს პროდუქციის ფართო არჩევანი და საერთო ჯამში, 25%-ით დაბალი ფასები ხვდებათ: „პროდუქციაზე მაღალ ფასს კომპანიების მადაც განსაზღვრავს“-ამბობს ბიზნესმენი, რომელიც „უნივერსამის“ „უმადობას“ მომხმარებელთა რაოდენობაზე აქცენტირებით ხსნის.

მაგრამ, ალბათ, არ არსებობს წარმატებული ბიზნესი, რომელსაც რთული გზა არ გაუვლია. სოსო ღუდუშაურის განცხადებით, ახლა, 2017 წელს, ყველაზე კარგი დროა ბიზნესისთვის:
„ბიზნესისთვის არასდროს არ ყოფილა საქართველოში ისეთი კარგი პირობები, როგორიც დღეს არის. რეალურად, 2012 წლის შემდეგ დავიწყეთ ჩვენ განვითარება. მანამდე ერთი მარკეტი გვქონდა და ვფიქრობდით, რომ რისკები მაღალი იყო“.


„უნივერსამი“ გაჩერებას არ აპირებს. ნოემბრიდან კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნება, ისევ - გლდანში. 2018 წელს კი სოსო ღუდუშაური დამატებით სამი ფილიალის გახსნას აანონსებს.

ამ ეტაპზე „უნივერსამის“ დიდი ფილიალები წარმოდგენილია თემქაზე, ისანში, გლდანსა და ვაკეში.

„უნივერსამში“ მომხმარებელს პროდუქციის ფართო ასორტიმენტთან და დაბალ ფასებთან ერთად, პროფესიონალი კონსულტანტებიც ხვდება. ეს სუპერმარკეტი ნამდვილად გამოირჩევა კლიენტებისადმი ლოიალურობით: „აქ ყველას თავისი საქმე აქვს. მუდმივად ვატრეინინგებთ კონსულტანტებს და მათი რაოდენობის გაზრდაზეც ვფიქრობთ, რადგან „უნივერსამის“ მომხმარებელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ამ ეტაპზე 800-მდე კონსულტანტი გვყავს დასაქმებული“, - ამბობს სოსო ღუდუშაური.

რა არის ბიზნესის წარმატებისთვის საჭირო? ალბათ ფინანსები, გამოცდილება, იღბალი, თუმცა წარმატებული სუპერმარკეტის მფლობელი მიიჩნევს, რომ ბიზნესს სჭირდება ყურადღება:

„წარმატების პირველი ფორმულა ბიზნესში არის ის, რომ ყველა რგოლში შენ იყო. უნდა შეგეძლოს ნებისმიერი საქმის გაკეთება თუ გადამოწმება. შენ ბიზნესს სხვა ვერავინ გააკეთებს. ბიზნესის გაკოტრების წინაპირობა მენეჯერებზე სრული მინდობაა. თუ მოლაპარაკებებს პირადად არ გადიხარ, იქ აუცილებლად გამოიკვეთება კონკრეტული პიროვნებების ინტერესები“, - ამბობს სოსო ღუდუშაური.

წინ კიდევ ბევრი მწვერვალია დასაპყრობი. „უნივერსამი“ ქსელების გაფართოებას და სუპერმარკეტების თბილისის ყველა უბანში წარმოდგენას გეგმავს, მითუმეტეს, რომ ამის სურვილს ათი ათასობით მომხმარებელიც გამოთქვამს, რომელიც „უნივერსამის“ ფილიალებს ყოველდღიურად სტუმრობს.


"უნივერსამის" მისამართებია

ყიფშიძის 7 ► თემქა X კვარტალი სავაჭრო ცენტრი “უნივერსამი ► გლდანი, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია გლდანი მოლი ► ისანი, ქეთევან წამებულის 98, ისნის ბაზრობის ტერიტორია

https://www.facebook.com/Universami/



Maia Gamtsemlidze-ს ფოტო.

Maia Gamtsemlidze-ს ფოტო.

Maia Gamtsemlidze-ს ფოტო.

Maia Gamtsemlidze-ს ფოტო.

Maia Gamtsemlidze-ს ფოტო.

Maia Gamtsemlidze-ს ფოტო.

Maia Gamtsemlidze-ს ფოტო.

Maia Gamtsemlidze-ს ფოტო.

Maia Gamtsemlidze-ს ფოტო.

Maia Gamtsemlidze-ს ფოტო.

Maia Gamtsemlidze-ს ფოტო.

Maia Gamtsemlidze-ს ფოტო.

Maia Gamtsemlidze-ს ფოტო.

Maia Gamtsemlidze-ს ფოტო.

Maia Gamtsemlidze-ს ფოტო.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge