Loading...
Close
22 იანვარი 2018 09:55
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
კახიძე - მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციოს ამ ძალიან საგანგაშო კრიმინოგენულ ვითარებას
დღის თემა
ვაქცინაციის თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალური განცხადება გააკეთა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მამა პეტრე კოლხი - გვერდს ვერ ავუვლით, როდესაც შვილს აქვს სურვილი იაროს კლუბში და მოუსმინოს ელექტრონულ მუსიკას
'ნარკოტიკი 'ეკაიტიპებათ', როდესაც ამას გადავიტანთ ჯანდაცვის ჭრილში, მიხვდებიან რომ ეს დაავადებაა!'
მელია - ის წყობიდან გამოვიდა მას შემდეგ, რაც ბატონ გახარიასთან დაკავშირებით ვთქვი
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
გამოქვეყნების დრო – 2 ნოემბერი 2017 17:29


ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ბოლოდროინდელი მაღალი მერყეობის შესახებ განმარტებას აკეთებს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წელს სავალუტო შემოსავლები უმჯობესდება და ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება. სექტემბრის მონაცემებით, საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლის განმავლობაში თითქმის 30%-ით, ხოლო ფულადი გზავნილები 20%-ით გაიზარდა.

„წლის განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯვა დაბალანსებულად მიმდინარეობს. ეროვნულ ბანკს მთავრობასთან აქვს ყოველდღიური კომუნიკაცია და დარჩენილ პერიოდშიც არ არის მოსალოდნელი კურსზე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მხრიდან რაიმე უარყოფით გავლენა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ მთავრობის მიმდინარე სახაზინო ოპერაციები ან ეროვნული ბანკის ლიკვიდობის მართვის რეგულარული ოპერაციები არ ახდენს გავლენას კურსის დინამიკაზე.

ბოლო პერიოდში ლარის კურსის ცვლილება ძირითადად შემოდგომაზე გაუფასურების მაღალმა მოლოდინმა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოლოდინს რეალური ფუნდამენტური საფუძვლები არ გააჩნია, მან მცურავი კურსის პირობებში მაინც მოახდინა გავლენა ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე, გაზარდა რა უცხოური ვალუტის მოთხოვნა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლარის აღნიშნული გაუფასურება დროებითია. თუ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ გაცვლითი კურსის ცვლილებამ მომავალში შეიძლება შექმნას ზეწოლა ინფლაციაზე, თავისი მანდატის შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს მაღალი ინფლაციის თავიდან ასაცილებლად. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას.

კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც აუცილებელია ეკონომიკის გრძელვადიანი სტაბილური ზრდისა და დასაქმებისთვის. მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ბაზრისთვის დამახასიათებელია კურსის მოკლევადიანი ცვალებადობა, მათ შორის მოლოდინებზე რეაგირება, რაც სავალუტო ბაზრის ბუნებრივი ქცევაა. ჩვენი მიზანია მინიმალური ჩარევა საბაზრო პროცესებში, თუმცა ეროვნული ბანკი ფლობს ადეკვატური რაოდენობის უცხოური ვალუტის რეზერვს, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, გონივრულად მიმართავს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge




ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ხელოვნება
მედიცინა
გასტრონომია
საინტერესო
განათლება
ანალიტიკა
მედია
რელიგია
ანიმნდი
ვალუტის კურსი
ბლოგი
ლიტერატურა
პერსონა
ეს საინტერესოა
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
ისტორია
არქირაექტურა
რა მოხდა დღეს
არქივი
დიზაინი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge