Loading...
Close
22 იანვარი 2018 09:56
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
კახიძე - მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციოს ამ ძალიან საგანგაშო კრიმინოგენულ ვითარებას
დღის თემა
ვაქცინაციის თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალური განცხადება გააკეთა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მამა პეტრე კოლხი - გვერდს ვერ ავუვლით, როდესაც შვილს აქვს სურვილი იაროს კლუბში და მოუსმინოს ელექტრონულ მუსიკას
'ნარკოტიკი 'ეკაიტიპებათ', როდესაც ამას გადავიტანთ ჯანდაცვის ჭრილში, მიხვდებიან რომ ეს დაავადებაა!'
მელია - ის წყობიდან გამოვიდა მას შემდეგ, რაც ბატონ გახარიასთან დაკავშირებით ვთქვი
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ეკონომიკა
​ქუმსიშვილი - ​2018 წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები
გამოქვეყნების დრო – 3 ნოემბერი 2017 13:17



2018 წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.

„ჩვენ თანამიმდევრულად განვაგრძობთ იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ 2016 წლის ბოლოს, მიმდინარე - 2017 წლის ბიუჯეტის წარდგენისას. ამ პოლიტიკის მიზანია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

მთავრობის მიერ განხორციელებულმა ფისკალურმა რეფორმამ ეკონომიკური ზრდა დააჩქარა. ეკონომიკური ტენდენციების უფრო ხელსაყრელმა განვითარებამ მთავრობას საშუალება მისცა 2017 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4 პროცენტიდან 4.7 პროცენტამდე გაეზარდა.

2017 წელი საქართველოსა და რეგიონში ეკონომიკის მკვეთრი გამოცოცხლებით დაიწყო. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისათვის 4 პროცენტს შეადგენდა, თუმცა საგარეო მოთხოვნის მოსალოდნელზე უფრო სწრაფი გაჯანსაღების შედეგად 2017 წლის პირველ კვარტალში, წინასწარი შეფასებით ეკონომიკურმა ზრდამ 9 თვეში 4.7 პროცენტი შეადგინა.

უცვლელი საგარეო ვითარების პირობებში ფისკალური რეფორმის განხორციელების გარეშე, სხვადასხვა შეფასებით 3.1 პროცენტი იქნებოდა. თუმცა ჩვენს მიერ განხორცილებულმა ფისკალურმა რეფორმამ 0.9 პროცენტული პუნქტით დააჩქარა ეკონომიკური ზრდა, ხოლო პოზიტიურმა საგარეო სექტორმა ზრდაში კიდევ დამატებით 0.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა. შედეგად მოსალოდნელია 4.7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: დიმიტრი ქუმსიშვილი - ლარის კურსი მეც მაწუხებს
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ხელოვნება
მედიცინა
გასტრონომია
საინტერესო
განათლება
ანალიტიკა
მედია
რელიგია
ანიმნდი
ვალუტის კურსი
ბლოგი
ლიტერატურა
პერსონა
ეს საინტერესოა
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
ისტორია
არქირაექტურა
რა მოხდა დღეს
არქივი
დიზაინი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge