Loading...
Close
27 მაისი 2018 11:21
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს
დღის თემა
აშშ-ის კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიცირება მოხდა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მრგვალი მაგიდა თემაზე: 'თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის-მომავალი ასწლეულის სტრატეგია'
მიხეილ სააკაშვილი - ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ეკონომიკა
სოსო ფხაკაძე - დაგროვებითი საპენსიო რეფორმა უნდა განხორციელდეს
გამოქვეყნების დრო – 7 ნოემბერი 2017 13:46

დაგროვებითი საპენსიო რეფორმის თაობაზე საქართველოს ბიზნესასოციაციაში შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, "საქართველოს ბინზესასოციაციის" წარმომადგენლებმა დღესაც დააყენეს 7 სხვადასხვა შენიშვნა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არის მათი გათვალისწინების მზაობა. მისივე თქმით, ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს.

''თითოეული ჩვენგანი გარკვეული პერიოდის შემდეგ გადის პენსიაზე და ჩვენ გვინდა გვქონდეს რაღაც კონკრეტული შემოსავალი, როცა ეს ასაკი დადგება ნებისმიერი ჩვენგანის შემთხვევაში. ეს არის უკვე მესამე მცდელობა, რომ ამ ქვეყანაში საპენსიო რეფორმა განხორციელდეს. პირველი იყო 90-იან წლებში, მეორე მცდელობა იყო 2011 წელს და მესამე - ახლაა. ვფიქრობ, ეს არის რეფორმა, რომელიც მომგებიანი და კარგი იქნება ამ სქემაში ჩართული მხარეებისთვის. ის, რომ ამ რეფორმასთან დაკავშირებით განხილვის პროცესი ტრანსფარენტულია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოვუწოდებ ყველა ადამიანს, რომ იყოს ამ რეფორმაში ჩართული, იქნება ბიზნესმენი თუ არაბიზნესმენი", - განაცხადა ფხაკაძემ.

კითხვაზე, სად უნდა მოხდეს საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის ინვესტირება, ფხაკაძე აცხადებს.

"ძირითადი თანხების ინვესტირება მოხდება ქვეყნის შიგნით, თუმცა საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა დამოკიდებული იქნება საინვესტიციო საბჭოზე და თუ ქვეყანაში ამოიწურება ის აქტივები, სადაც შესაძლებელი იქნება თანხების ინვესტირება, შეიძლება თანხის გარკვეული ნაწილი განთავსდეს უცხოეთში სხვადასხვა ფონდებსა და აქციებში", - განაცხადა ფხაკაძემ.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge



ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge