Loading...
Close
19 ოქტომბერი 2018 21:25
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ბლოგი
ნიქ ქეივის ჩურჩულნარევი ბგერები - თინა ღვინიაშვილის ფოტორეპორტაჟი
21 ნოემბერი 2017 13:21
ავტორი - თინა ღვინიაშვილი


ბავშვობაში ყველაზე მეტად ცაში მიმავალი თვითმფრინავების ყურება მიყვარდა. წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ ერთხელაც მეც შევძლებდი, ვმჯდარიყავი მასში, მეფრინა მსოფლიოს თავზე და ჩემი ოცნება ამესრულებინა.

ოცი წლის შემდეგ, ახდა.

მუსიკას, რომ უდიდესი ძალა აქვს და ჯადოქრობის უნარი გააჩნია, ახალი ამბავი არ არის. აბა, სხვანაირად როგორ მოხდებოდა, რომ სალომეს ტომ ვეიტსისადმი სიყვარულსა და მის კონცერტზე წასვლის ოცნებას ბევრი წლის შემდეგ ნიქ ქეივის კონცერტზე ჩემი მოხვედრა გამოეწვია.
ეს ამბავი უკვე იქცა ჩემს ყველაზე საყვარელ ისტორიად და ერთი სული მაქვს მეყოლოს შვილები, მერე შვილიშვილები, დავჯდე და ყოველ საღამოს მოვუყვე, რა მაგარია სიცოცხლე. მუსიკა. ადამიანები.

ჩემი მეგობრები სუპერ ძალებს ფლობენ.

მე არ ვიცი, რით დავიმსახურე მათი ამხელა სიყვარული, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ ყველაზე დიდი, რაც ამ ცხოვრებაში შევძელი, მათი ჩემს გვერდით არსებობაა.

სულ მეტირება, როცა წარმოვიდგენ, როგორ შეიკრიბნენ, როგორ დააწყვეს გეგმები, როგორ მიყიდეს თვითმფრინავის ბილეთი, როგორ შემიგროვეს წასასვლელი ფული, როგორ მომეხმარნენ საბუთების მოწესრიგებაში და როგორ მოუთმენლად ელოდებოდნენ ჩემს ემოციებს - რას მოვიწერებოდი, რას მოვყვებოდი, როგორი თვალები მექნებოდა, როგორი ხმა, როგორი ბედნიერი ვიქნებოდი.
„ყველა ჩემი მეგობარი სუპერგმირია“!

წავედი.

რამდენიმე დღეში ქეთი ჩამოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტადიონის ადგილმდებარეობა წინასწარ ათასჯერ მაინც მქონდა მოძებნილი, ტრანსპორტი გარკვეული, დრო გამოთვლილი, ხუთი საათისთვის მისულებმა, გავარკვიეთ, რომ სულ სხვა ადგილას ვიყავით. ამბავია, ერთსა და იმავე უბანში აღმოჩნდეს ორი ერთნაირი სტადიონი, ორი ერთმანეთის ასლი შენობა, ერთი და იგივე დასახელებით და შენ მაინცდამაინც იქ მოხვდე, სადაც არ გელოდებიან.

ცოტა შეშინებულები და ცოტა აღელვებულები, მეორე სტადიონის მოსაძებნად მატარებელში ჩავხტით და გიჟებივით გავიქეცით. როცა, როგორც იქნა, სტადიონის ეზოში სირბილით მიმავალმა “Sound check” –ის ხმა გავიგონე, ღრმად ამოვისუნთქე და შესასვლელის რიგში ჩავდექი.
ორ საათზე მეტი ვიდექით. წვიმდა, გარშემო, საგანგებოდ გამზადებული დახლებიდან, კვამლი და შემწვარი ხორცის სუნი ერთიანად ილექებოდა ჩემს თმაზე და ტოვებდა თექვსმეტი ნოემბრის საღამოს კვალს.

როცა მეგონა, რომ ყველაფერი შევძელი და მშვიდად უნდა დავლოდებოდი კარის გაღებას, თურმე სად ვიყავი.

შესვლისას, როდესაც დაცვის თანამშრომელს ამაყად და „აჰააა, აი, მეც აქ ვარ“ სახით გავუწოდე ბილეთი, სკანერის აპარატმა გულისწამსვლელად დაიწრიპინა და წითლად დააწერა - Error!
ერთი სიცოცხლე დავტოვე მანდ. ერთი სიკვდილით მაშინ მოვკვდი.

კიდევ სცადეთ, კიდევ ნახეთ, გიჟივით ვუტრიალებდი ბილეთს და ისიცი, ჯიუტად, მეხუთეთ კიოდა და წითლად ციმციმებდა.

მზად ვიყავი იქვე წამეკიდებინა ცეცხლი და სკანდალი მომეწყო, თუ არ შემიშვებდნენ. ვაპირებდი კიდეც ამის თქმას, რომ სხვა დაცვის თანამშრომელი გამოვიდა, უშველებელი სკანერის აპარატით შეიარაღებული და მეათე მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, საოცნებო მწვანე ფერი განათდა და თავქუდმოგლეჯილი შევვარდი დარბაზში.

ოთხსაათიანი ლოდინის შემდეგ გამოვიდა სცენაზე მკერდამდე გაღეღილი თეთრი პერანგით, უკანგადავარცხნილი თმით, ჩატეხილი გრძელი მუხლებით, ღვინისფერი წინდებით, გაშლილი ხელისგულებით, ორგანული მოძრაობებით და სიმღერა დაიწყო.

პირველივე ბგერის, მისი საოცარი, არადედამიწიერი ხმის გაგონებაზე დავიჭამე თითები, დავბერე ხელისგულები, ამოვუშვი არანორმალური ხმები პირიდან და თავისით წამსკდა ცრემლები.
ის კი იდგა და მღეროდა.

დარბოდა სცენაზე.

ამტვრევდა ყველაფერს. ჰაერში ისროდა სიმღერის ტექსტებს. ცეკვავდა. ასრულებდა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ, საოცარ მოძრაობებს.

იყო ყველა ჩვენგანში. ყველასთან ახლოს. ყველას სულში. ყველას სხეულში.

მღეროდა. ყვიროდა და მერე უცებ ჩუუუ... და გასუსულ დარბაზში, ისმოდა მისი ჩურჩულნარევი ბგერები, რომელიც გვიყვებოდა ამბავს სიყვარულის, ტკივილის, დანაკარგების, ცხოვრების, გრძნობების, ღმერთის, გადარჩენების შესახებ.

მღეროდა, რომ არ აქვს მნიშვნელობა არაფერს, როდესაც ჩვენგან სიყვარული მიდის, რომ სუნთქვას წყვეტს მსოფილიო, როცა გტოვებენ.

“უბრალოდ ისუნთქეთ! უბრალოდ ისუნთქეთ! “

“მე მიყვარს. შენ გიყვარს. მე მიყვარს. შენ გიყვარს. მე ვიცინი. შენ გიყვარს.

მე მიყვარს. შენ გიყვარს. მე ვიცინი... “

“ჩვენ ვნახეთ ერთმანეთის გულები, ჩვენ ვნახეთ ერთმანეთის გულები...” - ისროდა სიტყვებს ჰაერში, უცხოპლანეტელივით დაქროდა სცენაზე და ყვიროდა : გესმით ჩემი გულის ძგერა? გესმით ჩემი გულის ძგერა?

და
ბუმ, ბუმ, ბუმ...
ბუმ, ბუმ, ბუმ - ყვიროდა ყველა.

და მე არ მჯეროდა, რომ ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ესმოდა მისი გულის ძგერა, რომელსაც ესმოდა მისი ყველა სიტყვა, მისი ყველა ბგერა, მისი ყველა მოძრაობა, მისი ყველა ამოსუნთქვა.
ხალხი შეშლილივით როკავდა. 70 წლის კაცები ცეკვავდნენ. გოგოები იშლიდნენ თმებს. ახალგაზრდები ტიროდნენ.

ის კი მიდიოდა თითოეულ მათგანთან. ირწეოდა მათ წინ და ისინი იჭერდნენ ხელისგულებით. იჭერდნენ ძალიან ფრთხილად, ძალიან მშვიდად და ერთიანი მოძრაობებით აბრუნებდნენ სცენაზე.
ის კი იდგა და მღეროდა : Into my arms, Into my arms, Into my arms…I need you, I need you, I need you… Don't touch, Don't touch, Don't touch.

როდესაც სიმღერას მორჩა და სცენიდან გავიდა, მთელი სტადიონი თხუთმეტი წუთის განმავლობაში უკრავდა შეუჩერებელ ტაშს, ყვიროდა, კიოდა, აბაკუნებდა ფეხებს.

მეორედ გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთი კონცერტი დაიწყო.

სულ გადაირია. სულ შეიშალა და ამ სიგიჟეში აიყოლია ყველა.

ჩახტა სცენიდან. გაარღვია ხალხის ნაკადი. მიდიოდა და მის უკან ისევ იკვრებოდა გზა. მიდიოდა და მღეროდა საყვარელ სიმღერებს.

ხელში ასწიეს. ჰაერში ეჭირათ. ღმერთივით იდგა მათ ხელისგულებზე და გულისწამსვლელად მღეროდა.

სპექტაკლად აქცია მთელი საღამო და ეს ყველაფერი ისეთი ორგანული და ბუნებრივი იყო მისთვის, ისეთი ორგანული...

მისი არაამქვეყნიური ხმა ისმოდა ყველგან. ყველა ჩვენგანში. ყველა ჩვენგანისთვის. ყველასთვის.
ეს იყო მუსიკის გაცოცხლება და გაადამიანება.

ყველა სიმღერა აქცია ადამიანად. ყველა სიმღერას მისცა სული. ყველა სიტყვას შესძინა მნიშვნელობა.
სცენაზე მიბრუნებულს, მიჰყვა მთელი ჯარი ადამიანების, რომლებიც დასხდნენ სცენაზე და წინასწარდადგმულივით, შეთანხმებულად ირწეოდნენ მისი მუსიკის ფონზე.

ის იდგა მათ შორის.

გაშლილი ხელებით. შემოხეული კოსტუმით. აღტკინებული სახით.

ხელისგულს ადებდა ხან ერთს, ხან მეორეს და ისინიც, სოკოებივით იზრდებოდნენ სცენაზე. დგებოდნენ რიგრიგობით. მუსიკას ტანს აყოლებდნენ. ტიროდნენ.

ყველა ტიროდა.

ორი საათი და ორმოცი წუთი იდგა სცენაზე ადამიანი, რომელიც არ ჰგავს სხვებს. ვერ ავსებს მილიონიან სტადიონებს, მაგრამ არის ყველაზე მართალი და გულწრფელი მუსიკოსი თავისი დარდებით, ტრაგედიებით, დანაკარგებით, სიყვარულებით, თავისი შეგრძნებებითა და ემოციებით და ქმნის მუსიკას, რომელიც თუ შენამდე მოდის, ხდება ორგანული ნაწილი და სამუდამოდ რჩება შენში.

შვილის გარდაცვალებისა და ძალიან ბევრი ამბების შემდეგ ნიქ ქეივმა გამოუშვა თავიდან ბოლომდე იდეალური ალბომი.

ყველა სიმღერა, ყველა ტექსტი იყო შემაძრწუნებლად გრანდიოზული და ღრმა.
60 წლის ასაკში შეძლო და ჩაატარა საოცარი ტურნე.

იმღერა მთელი არსებით. გამოიღო და ცხვირწინ დაგვიდო თავისი სული. არ დაუზოგავს არცერთი ბგერა. არცერთი მოძრაობა. არცერთი სიტყვა.

მე არ ვიცი, რა შეიძლება ვნახო ამაზე გრანდიოზული და რომელი მუსიკოსი შეძლებს, უფრო მეტი გააკეთოს სცენაზე, ვიდრე მან შეძლო. ვიდრე მისმა ბენდმა შეძლო. ყველაფერი ადამიანის შეგრძნებებზეა დამოკიდებული და ჩემთვის, ასეა. ზუსტად ვიცი, რომ ვერავინ გადაატრიალებს სამყაროს მეორედ. ვერავინ ჩამისახლდება ორგანიზმში, მასზე მეტად. ვერავის მუსიკას ვერ ვიგრძნობ მის მუსიკაზე მეტად და სიკვდილის წინ გამახსენდება, კონცერტის შემდეგ როგორი ბედნიერი, აკანკალებული და აწურული ვიდექი სტადიონზე, ვუყურებდი, როგორ შლიდნენ სცენას, როგორ ვერ ვიკავებდი ტირილს, როგორ მინდოდა ჩავხუტებოდი და მადლობა მეთქვა ცხრა წლის თინასთვის, რომელმაც სულ პირველი მოსმენის დროს, იგრძნო რაღაც აღმატებული და კვირები ელოდებოდა შუქის მოსვლას, უსაფრდებოდა ტელევიზორში არხებს, რათა კიდევ ერთხელ მოესმინა, კიდევ ერთხელ შეეხედა და კიდევ ერთხელ ეგრძნო, არ აქვს მნიშვნელობა არაფერს, როცა გიყვარს.

უკან მოვფრინავდი, ფანჯრიდან ვუყურებდი სოფლებისა და ქალაქების კონტურებს და ვფიქრობდი, რომ შეიძლება რომელიმე სახლის ეზოში, დგას ვინმე, უყურებს თვითმფრინავს, რომელშიც მე ვზივარ და ფიქრობს, ოდესმე, ისიც შეძლებს ჩემს ადგილას ყოფნას და თავისი მთავარი ოცნების ასრულებას.



ფოტო - თინა ღვინიაშვილი
სპეციალურად "ეურუსისთვის"


Image may contain: one or more people, people on stage and crowd

Image may contain: night

Image may contain: one or more people, crowd and outdoor

Image may contain: 10 people, crowd

Image may contain: 1 person, crowd and shoes

Image may contain: one or more people, people on stage, night and concert

Image may contain: one or more people, people on stage, people playing musical instruments, night and concert

Image may contain: one or more people, people on stage, crowd and night

Image may contain: one or more people, people on stage, people playing musical instruments, concert, night and crowd

Image may contain: one or more people, people on stage, night and crowd

Image may contain: 1 person, on stage, playing a musical instrument and night

Image may contain: 1 person, on stage, crowd, night and concert

Image may contain: 4 people, crowd, stadium, concert and indoor

Image may contain: one or more people, people on stage, crowd and night

Image may contain: one or more people, people on stage, people playing musical instruments and concert

Image may contain: one or more people, people on stage, people playing musical instruments, night and concert

Image may contain: 1 person, smiling, on stage

Image may contain: one or more people, people playing musical instruments and people on stage

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

გიორგი გახარია - წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობს გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი, რა იგეგმებოდა დესტაბილიზაციისთვის 
'ბევრი რამ არის ამ ადამიანის ილუზია' - პრემიერი მირზა სუბელიანის განცხადებებსა და ფარულ ჩანაწერებზე
'გამიშვით და მიშას დავბრიდავ, იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ' - მირზა სუბელიანის მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი
გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი - განცხადება პროკურატურაში
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია
მირზა სუბელიანის საქმე – პროკურატურა ფარულ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები - გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადება
ირაკლი კობახიძე - თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია
ფარული ჩანაწერები, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს – პროკურატურის სპეციალური განცხადება
'მირზა სუბელიანი მისი ცხოვრების ბედს განიცდის - ჭკუაარეულმა რა ილაპარაკა, ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩანაწერები როგორ გაკეთდა, ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს' - ვიქტორ ჯაფარიძე
ვანო მერაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ 'ევროპული საქართველო' და 'ნაციონალური მოძრაობა' იყოს ერთიანი
ახალი სკანდალური აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლი საუბრობენ
ზურა ჯაფარიძე - კანონს დავარღვევ მხოლოდ მე - გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს
მიხეილ ბენიძე - ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ ფაქტს, როცა ხდებოდა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიების შეგროვება და ეს თანამშრომლები ამას ადასტურებენ
უკრაინის პატრიარქი განცხადებას აკეთებს

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი