Loading...
Close
27 მაისი 2018 11:22
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს
დღის თემა
აშშ-ის კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიცირება მოხდა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მრგვალი მაგიდა თემაზე: 'თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის-მომავალი ასწლეულის სტრატეგია'
მიხეილ სააკაშვილი - ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ეკონომიკა
კაკაურიძე - 2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს
გამოქვეყნების დრო – 24 ნოემბერი 2017 12:09

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს. როგორც კაკაურიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, დამატებული თანხა 2018 წელს დაიხარჯება.

„ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა 305 მილიონი ლარით მოხდება. თუმცა, ეს თანხა ემატება ბიუჯეტს 2018 წელს განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის. წელს ამ თანხის ხარჯვა არ მოხდება. თანხები მოხვდება საწარმოების ანგარიშებზე, შესაბამისად, თანხა არ დაიხარჯება მიმდინარე წლის განმავლობაში. საწარმოები დაიწყებენ სატენდერო პროცედურებს, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება მოხდება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე, თანხის ათვისება კი, 2018 წლიდან დაიწყება. შესაბამისად, წელს ეს თანხა ვერ იმოქმედებს ლარის კურსზე. ასევე, ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით გაზრდას დაგეგმილი ინფლაციის დონეზე ნამდვილად არ ექნება გავლენა. ამ თანხების დიდი ანწილი გამოტავისუფლდება 2018 წლის ბიუჯეტიდან. საბოლოო ჯამში, 2018 წელს დეფიციტის მაჩვენებელი არ გვეცვლება, პირიქით, ვამცირებთ; 3.4%–ია ახლა წარმოდგენილ ვარიანტში. მომდევნო წლის განმავლობაში დეფიციტის მაჩვენებელი შეადგენს 3%–ს. შესაბამისად, ამას უარყოფითი გავლენა ვერ ექნება ინფლაციის დონეზე და მაჩვენებელზე. ეს ციფრები, რასაც ვცვლით გავლილი და შეთანხმებულია როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მიზნობრივი ინფლაციის პროგნოზში ამ თანხების ათვისების მაჩვენებელიც გათვალისწინებულია“, – განაცხადა კაკაურიძემ.



საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge



ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge