Loading...
Close
23 იანვარი 2018 21:39
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
'შსს-ს ძირითადი ამოცანა ნარკოდანაშაულთან ბრძოლაა' - შს მინისტრის პოზიცია ნარკოპოლიტიკის თაობაზე
დღის თემა
გიორგი გიორგანაშვილი - ვცდილობდი ყოველთვის საზოგადოებრივი წესრიგი დამეცვა, ჩემი ბრალდება აბსურდულია
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
კახა კალაძის პირველი კომენტარი დავით სოკოლოვის ბინასთან დაკავშირებით
'დეპუტატობა ჩაგიდეს? თქვენ ის არ ხართ, წინა ხელისუფლების დროსაც ხელისუფლებაში რომ იყავით?' - ჟურნალისტი რომან კაკულიას
მოამბის ყოფილი დიქტორი დავით სოკოლოვი ხანდაზმულთა ჰოსპიტალში ცხოვრობს
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
რელიგია
მამა ალექსანდრე - ეს ნიშნავს რომ მას და მრევლს ექნება ისეთივე სრული მორჩილება, როგორიც მის უწმინდესობასთან არის 
გამოქვეყნების დრო – 24 ნოემბერი 2017 09:24


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II - ის მიერ, მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირის დასახელებას, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა „რეაქცია“ ეხმაურება და განმარტებებს აკეთებს.

„ეს გადაწყვეტილება პირდაპირი მნიშვნელობით არ ნიშნავს იმას, რომ მეუფე შიო უნდა იყოს აუცილებლად კათოლიკოს-პატრიარქი, ვინაიდან საქართველოს ისტორიაში გვქონდა ამის მაგალითები, როცა მოსაყდრე იყო ერთი, მაგრამ არჩეული იყო მეორე... ამის სულ მცირე 3 მაგალითია. თანამოსაყდრე ნიშნავს სრული პასუხისმგებლობა გაინაწილოს მის უწმინდესობასთან ერთად. ეს ნიშნავს იმას, რომ მას და მრევლს ექნება ისეთივე სრული მორჩილება და დამოკიდებულება, როგორიც მის უწმინდესობასთან. ძალაუფლების მხრივ, ეს არის უმაღლესი კატეგორია მართლმადიდებელ ეკლესიაში.

ვერ დავიწყებ მარჩიელობას რატომ გადადგა ეს ნაბიჯი უწმინდესმა. მაგრამ ეს ღირსეული საქციელია და მართლა მნიშვნელოვანი ფიგურაა თვითონ მეუფე შიო, ღირსეული ეპოსკოპოსია. ის თავისი ცხოვრებით ამტკიცებს ამ თავის სწორ გზას და ჭეშმარტ მართმადიდებლობას, ეს ყველასთვის თვალსაჩინოა. დღეს მეუფეს სჭირდება მხარდაჭერა, გვერდით დგომა და მისთვის ლოცვა.

წინ ნუ გავასწრებთ მოვლენებს, მისი უწმინდესობა ცოცხალია, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ ეხება მის ჯანმრთელობას. აქ არ არის პატრიარქობაზე საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ ეს ჯვარი, რომელიც გადაეცა მეუფე შიოს არის უმძიმესი, ამიტომ მას სჭირდება მხარდაჭერა.

სინოდში გაღიზიანდება თუ არა ვინმე, - არ მგონია, ვინაიდან, ყველას აქვს უდიდესი პატივისცემა მისი უწმინდესობის მიმართ და მის მამობრივ რჩევას, დარიგებას, ლოცვა -კურთხევას თუ დღევანდელ დადგენილებას, რაც მან გამოაცხადა, ყველა გულითადად შეუერთდება და ნამდვილად მიიღებს ისე, როგორ შეეფერება სამღვდელმთავრო ხარისხს“, -განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge



იხილეთ: მეუფე შიოს პირველი კომენტარი პატრიარქის გადაწყვეტილების შემდეგ
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge