Loading...
Close
27 მაისი 2018 11:47
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს
დღის თემა
აშშ-ის კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიცირება მოხდა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მრგვალი მაგიდა თემაზე: 'თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის-მომავალი ასწლეულის სტრატეგია'
მიხეილ სააკაშვილი - ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
რელიგია
ეს არ ნიშნავს რომ პატრიარქი წყვეტს მმართველობას - გიორგი ზვიადაძე განმარტებებს აკეთებს
გამოქვეყნების დრო – 24 ნოემბერი 2017 17:29


საპატრიარქოს პროტოპრესვიტერო გიორგი ზვიადაძე პატრიარქის გადაწყვეტილებას, თანამოსაყდრის დასახელების თაობაზე მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა.

“ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა ინტერესი, თუ რას ნიშნავს ეს. პატრიარქის ყველა გადაწყვეტილება საეკლესიო კანონებს ეფუძნება. ეს არის მსოფლიო და ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები. საქართველოს პატრიარქს აქვს კანონიკური უფლებამოსილება და მას შეუძლია ნებისმიერ დროს დაასახელოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. რას ნიშნავს ეს? საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს პატრიარქი განსაკუთრებით იმ შემთხვევაში ასახელებს, როდესაც თვლის, რომ შესაძლებელია რომელიმე პიროვნების დასახელებამ გარკვეულ გაუგებრობებს ბოლო მოუღოს, აღმოფხვრას გაუგებრობები და როცა მას რომელიმე პიროვნების დახმარება პირადად სჭირდება. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ რომელიმე პიროვნების გამორჩევა და დასახელება არ ნიშნავს იმას, რომ პატრიარქს არა აქვს უდიდესი პატივისცემა სხვა მღვდელმთავრების მიმართ ან რაიმე უნდობლობა აქვს სხვა მღვდელმთავრების მიმართ. საქართველოში ეს არის უნიკალური მოვლენა. 40 წელია პატრიარქი მართავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მას დღესაც ხელთ აქვეს სადავეები, ყველა მღვდელმთავარი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არის გამორჩეული და ხელდასხმული პატრიარქის მიერ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში არის სპეციალური თავი, რომელიც პატრიარქის და მის უფლებამოსილებებს ეხება. მასში საუბარია მოსაყდრის შესახებ. ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, მოსაყდრის განსაკუთრებული ფუნქციები განსაზღვრული არ არის. ერთ-ერთი არსებითი ფუნქცია არის ის, რომ ღმერთმა მრავალი წელი სიცოცხლე შესძინოს პატრიარქის მოღვწეობას, რომელსაც უდიდესი დამსახურება აქვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე, მხოლოდ მოსაყდრეს აქვს უფლება მოიწვიოს გაფართოებული კრება და წმინდა სინოდის სხდომა. როცა პატრიარქი ცოცხალი ბრძანდება, მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, მას აქვს უაღრესად ნათელი გონება და ის დღესაც მართავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მოსაყდრის დანიშვნა არ ნიშნავს, რომ მან შეწყვიტა მმართველობა. ეს იმას ნიშნავს, რომ პიროვნება შეიძლება მას დაეხმაროს, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უშუალოდ პატრიარქი მართავს. მოსაყდრის განსაკუთრებულ უფლებამოსილებებზე საუბარი არ არის და ეს არც იმას ნიშნავს, რომ მოსაყდრე ავტომატურად შეიძლება გახდეს საქართველოს მომავალი პატრიარქი. პატრიარქს წმინდა სინოდი ირჩევს და ამ არჩევაში მონაწილეობას მღვდელთმთავარები იღებენ“, - განაცხადა ზვიადაძემ.



საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge


იხილეთ: თეოლოგი მეუფე შიოზე - მამა ყავდა ცუდად, მკურნალობდა მოსკოვში, ამიტომ წავიდა იქ და კარგი ქნა, რომ ისწავლა...
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge