Loading...
Close
27 მაისი 2018 11:22
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს
დღის თემა
აშშ-ის კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიცირება მოხდა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მრგვალი მაგიდა თემაზე: 'თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის-მომავალი ასწლეულის სტრატეგია'
მიხეილ სააკაშვილი - ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ეკონომიკა
ქუმსიშვილი - ეს ნიშნავს, რომ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოხდება ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება
გამოქვეყნების დრო – 28 ნოემბერი 2017 10:58


პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისში, აბრეშუმის გზის ფორუმის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ
თბილისი მასპინძლობს აბრეშუმის გზის მეორე ფორუმს, რომელსაც 2000-მდე დელეგატი ჰყავს, მათ შორის, 60-მდე სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ჩამოსული სტუმრები.

"ძალიან მაღალი დონის დელეგატები გვყავს. ასევე აქ იმყოფება 2 ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ასევე არიან ვიცე პრემიერები, ძალიან ბევრი ქვეყნის მინისტრები. საბოლოო ჯამში, თვითონ ფორუმის შინაარსი და სარგებელი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა იყოს იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი უნდა გაიზარდოს და ის ინვესტიციები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს ძირითად ინფრასტრუქტურაში, ასევე კერძო სექტორი ახორციელებს პორტებსა თუ სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, შემდგომში უნდა იყოს უკუგებადი და უნდა იყოს ამ ინვესტიციების უკუგება, რაც თავისთავში ნიშნავს იმას, რომ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოხდება ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა არის აბრეშუმის გზის გაგრძელება, ერთ-ერთი განშტოება. მისივე თქმით, ეს არის სახმელეთო დამაკავშირებელი გზა, რომელიც აზრებაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთთან და თავის მხრივ, ეს იქნება სწორედ ის შესაძლებლობა, რომელმაც თავდაპირველ ეტაპზე 5 მილიონი ტონით, ხოლო შემდგომში უკვე 15 მილიონი ტონით უნდა გაზარდოს ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს დერეფანს გააჩნია.

"2015 წლის მარტში მოეწერა შეთანახმებას ხელი საქართველოსა და ჩინეთს შორის აბრეშუმის გზის განვითარებასთან დაკავშირებით, ხოლო უკვე 2015 წლის ნოემბერში ჩვენ ვუმასპინძლეთ თბილისის აბრეშუმის გზის პირველ ფორუმს. ამის შემდეგ თანმიმდევრულად რომ მივყვეთ, ჩვენ ჩინეთთან დავასრულეთ სავაჭრო შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და რა თქმა უნდა, გაიზარდა ის ტვირთბრუნვა, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა მათ შორის, ის სარკინიგზო ტვირთბრუნვა, რომელიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის, ჩინეთიდან, რომლითაც ჩვენ ყველანი ძალიან ვამაყობთ და ვამბობთ, რომ ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ყველაზე მოკლე გზა სწორედაც რომ საქართველოზე გადის, დღეს უკვე რეალობაა, მაშინ ეს იყო მონდომება და დღეს კი ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილად ჩინეთიდან ევროპამდე 9-დან 12 დღემდეა საჭირო ჩვენი კორიდორის გავლით ტვირთების ჩატანისთვის. ასე რომ, ის მონდომებები, ის გამოთქმული მოსაზრებები, რომელიც 2015 წელს გამოითქვა, წელს არის რეალობა.

დღეს მოეწერება ხელი მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს, მათ შორის, ჩინეთთან იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, ეს იქნება ერთობლივი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, ტექნოლოგიური და ინოვაციური პარკების ხელშეკრულება, რომელიც თავისთავში მოიაზრებს უკვე ინდუსტრიული სიმძლავრეების რელოკაციას, ანუ საქართველოში გადმოტანას და შესაბამისი ერთობლივი სიმძლავრეების შექმნას იმისთვის, რომ გამოყენებული იქნას საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა, როგორც გზაგასაყარი ევროპასა და აზიას შორის და ასევე ის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები, რომელიც საქართველოს გააჩნია. თავისთავში ეს ითარგმნება ახალ სამუშაო ადგილებში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge



იხილეთ: მამუკა ხაზარაძე - ანაკლია არის საკმაოდ დიდი ინტერესის სფერო, მიმდინარეობს კონკრეტული მოლაპარაკებები
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge