Loading...
Close
27 მაისი 2018 11:25
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს
დღის თემა
აშშ-ის კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიცირება მოხდა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მრგვალი მაგიდა თემაზე: 'თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის-მომავალი ასწლეულის სტრატეგია'
მიხეილ სააკაშვილი - ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ეკონომიკა
პრემიერი - რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობა, როგორც ევროპასთან, ასევე ჩინეთთან
გამოქვეყნების დრო – 28 ნოემბერი 2017 11:59

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ერთ-ერთი სპიკერს, ანილ გუფთას კითხვას უპასუხა. გუფთა დანტერესდა, თუ როგორ დაეხმარება აბრეშუმის გზის ინიციატივა ქვეყანას სავაჭრო სფეროში, როდესაც არის საუბრაი სავაჭრო დეფიციტებზე.

„ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ გვქონდეს ღია სავაჭრო ქსელები, ხელშეკრეულებები თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით. თავისუფალი ვაჭრობის დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირ პროტექციონიზმს არ ვიყენებთ, იმისთვის, რომ შევქმნათ რაღაც ბარიერები იმპორტიორებისთვის. ჩვენ ვიცავთ იმპორტიორების ინტერესს. ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი ღერძი აბრეშუმის სარტყელისა და გზის - ვაჭრობის ხელშეწყობა. საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ახლახან ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასეთ ხელშეკრულებას ჩინეთთან. ასე რომ, ჩვენ ამ რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობა ერთდროულად როგორც ევროპასთან, ასევე ჩინეთთან. ჩვენ ასევე დავიწყეთ მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობაზე ინდოეთთან და თუკი ჩვენ გავყვებით ყველა ამ ხელშეკრულებას, აღვასრულებთ მათ, პრაქტიკულად საქართველო გახდება ძალიან კარგი ადგილი ლოჯისტიკისთვის, ტრანზიტისთვის, ვაჭრობისთვის.

ინიციატივა თავისუფლად იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ რეგიონის საგზაო-სატრანსპორტო პოტენციალი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული და მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები. ამ სამი მიმართულების განვითარებით, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ვუზრუნველყოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, აბრეშუმის გზის განვითარებასთან ერთად და ამავდროულად ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნებთან. მე მჯერა სხვა ქვეყნებიც დიდ სარგებელს მიიღებენ ამ ინიციატივისგან. ეს ინიციატივა, ყველა ქვეყანას აძლევს საშუალებას, აძლევს შანსს, რომ თავისი პოტენციალი გამოიყენოს ამ უნიკალური ინიციატივის ფარგლებში. ეს არის ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და საქართველომ შეძლო ჩამოეყალიბებინა უნიკალური პირობები ბიზნესის კეთებისთვის, ეს ჩვენმა მეგობრებმაც აღნიშნეს. ჩვენ ძალიან შეზღუდული გვაქვს ბიუროკრატია. საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ გამოაცხადა სამინისტროების შემცირება და 18-დან 14-მდე მცირდება სამინისტროების რიცხვი. ამავდროულად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, იმისთვის, რომ მმართველობის ხარისხი გაუმჯობესდეს, უკეთესი გარემო გვქონდეს ჩვენ ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge


ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge