Loading...
Close
22 იანვარი 2018 09:52
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
კახიძე - მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციოს ამ ძალიან საგანგაშო კრიმინოგენულ ვითარებას
დღის თემა
ვაქცინაციის თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალური განცხადება გააკეთა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მამა პეტრე კოლხი - გვერდს ვერ ავუვლით, როდესაც შვილს აქვს სურვილი იაროს კლუბში და მოუსმინოს ელექტრონულ მუსიკას
'ნარკოტიკი 'ეკაიტიპებათ', როდესაც ამას გადავიტანთ ჯანდაცვის ჭრილში, მიხვდებიან რომ ეს დაავადებაა!'
მელია - ის წყობიდან გამოვიდა მას შემდეგ, რაც ბატონ გახარიასთან დაკავშირებით ვთქვი
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ეკონომიკა
EBRD-ის ვიცე პრეზიდენტი - საქართველო მეორე ტალღის რეფორმების ლიდერია აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში
გამოქვეყნების დრო – 28 ნოემბერი 2017 14:46


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტი ალან პიუ საქართველოს საქმიანობას, როგორც საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის, ისე ქვეყნის შიგნით ოთხ-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების კუთხით, დადებითად აფასებს. როგორც ალან პიუმ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო არის მეორე ტალღის რეფორმების ლიდერი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში და ეს არის აშკარა პროგრესი.

„საქართველოს ღიაობა და მზაობა, ვაჭრობისადმი პროგრესული მიდგომა, აქტიური თანამშრომლობა ჩინეთთან და მეორეს მხრივ ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში, აშკარად მისასალმებელია“, - აღნიშნა EBRD-ის ვიცე პრეზიდენტმა.

EBRD-ის ვიცე პრეზიდენტის ალან პიუს განცხადებით, ორგანიზაცია მხარს უჭერს აბრეშუმის გზის პროექტით გათვალისწინებულ კონტექსტს და სრულად იზიარებს აღნიშნული ინიციატივის ხედვებს და ამოცანებს. მისი განცხადებით, აღნიშნულს მოწმობს ის ფაქტიც, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის სპონსორია.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვინდა, უფრო ღრმად ჩავერთოთ პოლიტიკურ რეფორმებში ყველა პარტნიორთან. ასევე ხაზი მინდა გავუსვა კერძო სექტორის მობილიზაციის აუცილებლობას აბრეშუმის გზის კონტექსტში. სახელმწიფოს ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია, კერძო სექტორმა უნდა ჩადოს ფინანსები, კადრები და ძალისხმევა“, - განაცხადა EBRD-ის ვიცე პრეზიდენტმა, რომლის განცხადებითაც, მსოფლიო ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან კოორდინაციით, EBRD-ს 500 მილიონი დოლარის წვლილი შეაქვს, სამხრეთ გაზის კორიდორის განვითარებაში, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანს, თურქეთს და დასავლეთ ევროპას საქართველოს მეშვეობით.

„ყარსი-ახალქალაქი-განჯის გზატკეცილი დააკავშირებს მნიშვნელოვან ადგილმდებარეობებს ერთმანეთთან. ეს იქნება სატრანსპორტო განვითარების ერთ-ერთი ნიმუში ამ რეგიონში“, - აღნიშნა ალან პიუმ.



საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge



ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ხელოვნება
მედიცინა
გასტრონომია
საინტერესო
განათლება
ანალიტიკა
მედია
რელიგია
ანიმნდი
ვალუტის კურსი
ბლოგი
ლიტერატურა
პერსონა
ეს საინტერესოა
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
ისტორია
არქირაექტურა
რა მოხდა დღეს
არქივი
დიზაინი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge