Loading...
Close
27 მაისი 2018 11:25
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს
დღის თემა
აშშ-ის კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიცირება მოხდა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მრგვალი მაგიდა თემაზე: 'თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის-მომავალი ასწლეულის სტრატეგია'
მიხეილ სააკაშვილი - ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ინვესტორებს - მოგესალმებით და გიწვევთ საქართველოში
გამოქვეყნების დრო – 29 ნოემბერი 2017 12:06

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის ”აბრეშუმის გზის ფორუმზე” ინვესტორებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდა.

“Moody's რეიტინგში ჩვენი დონე ამაღლდა, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა ჩვენს ქვეყანაში. ბიზნესის კეთების თვალსაზრისით ვართ მე-9 ადგილზე, ინვესტიციების თვალსაზრისით ვართ მე-13 ადგილზე. კერძო სექტორის დაბეგვრის კუთხით ვართ მე-9 ადგილზე. ყველაფერი ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ადვილია ბიზნესის დაწყება. შეგიძლიათ გახსნათ თქვენი კომპანია ერთ დღეში, 40 წუთში თქვენ შეგიძლიათ გახსნათ თქვენი საბანკო ანგარიშები, არ არის საჭირო გადატვირთული ლიცენზიები. ანუ, თქვენ ბევრად უფრო ნაკლები დრო და ნაკლები თანხის დახარჯვა გესაჭიროებათ. თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ ინვესტიცია და შემდგომ, ჩვენი ქვეყნიდან უკან მიიღოთ თანხები ზედმეტი კონტროლის გარეშე. ჩვენ გვაქვს მხოლოდ 6 სახის გადასახადი. მოგესალმებით და გიწვევთ საქართველოში.

ჩვენ ძალიან ბევრ რეფორმას ვანხორციელებთ. მინდა ეს რეფორმები დავყო ორ ნაწილად. რეფორმების პირველი ნაწილი დანაზოგებს უწყობს ხელს, რადგან დანაზოგები ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მეორე ნაწილი რეფორმების კი ეხება ნაყოფიერების, მრეწველობის ხელშეწყობას ქვეყნის შიგნით. ჩვენ გვჯერა, რომ ეს რეფორმები აუცილებლად დაეხმარება ქვეყნის მდგრად განვითარებას. კაპიტალის ბაზრის განვითარება და მისი რეფორმა, საპენსიო, დანაზოგების, კერძო და სახელმწიფო პარტნიორობის, დეპოზიტების რეფორმა, ბანკროტთან დაკავშირებული ცვლილებები და რეფორმები, არის ერთ-ერთი საყრდენი ფინანსური მდგრადობისთვის“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge


ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge