Loading...
Close
22 იანვარი 2018 09:55
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
კახიძე - მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციოს ამ ძალიან საგანგაშო კრიმინოგენულ ვითარებას
დღის თემა
ვაქცინაციის თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალური განცხადება გააკეთა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მამა პეტრე კოლხი - გვერდს ვერ ავუვლით, როდესაც შვილს აქვს სურვილი იაროს კლუბში და მოუსმინოს ელექტრონულ მუსიკას
'ნარკოტიკი 'ეკაიტიპებათ', როდესაც ამას გადავიტანთ ჯანდაცვის ჭრილში, მიხვდებიან რომ ეს დაავადებაა!'
მელია - ის წყობიდან გამოვიდა მას შემდეგ, რაც ბატონ გახარიასთან დაკავშირებით ვთქვი
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ეკონომიკა
ჭირაქაძე - ლარის კურსიც მნიშვნელოვნად არის გადაჯაჭვული სასამართლოს სწორ გადაწყვეტილებებზე
გამოქვეყნების დრო – 5 დექტემბერი 2017 11:20

სასამართლოს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა წინ წავიდეს, - ეს განცხადება "საქართველოს ბიზნესასოციაციის" პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გააკეთა, სადაც "საქართველოს ბიზნესასოციაციის" წევრები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და წევრებს ხვდებიან.

"ჩვენ მოხარულები ვართ დღეს რომ ვხვდებით იუსტიციის საბჭოს მდივანს. ჩვენ მრავალჯერ დაგვიფიქსირებია ბიზნესის უკმაყოფილება ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება. დღეს ჩვენ იმედი გაგვიჩნდა, რომ შესაძლებელია ის პრობლემები, რაც მრავალი წლის განმავლობაში არსებობს, გავუზიაროთ საბჭოს მდივანს. ავუხსნათ როგორ ვხედავთ ამ პრობლემებს, რატომ ვხედავთ ამ პრობლემებს და შევძლოთ სწორი მექანიზმი ვიპოვოთ, რომ ეს კომუნიკაცია არსებობდეს. როგორც კი რეალური და სისტემური პრობლემები დგება, ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვხედავთ წინგადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც სისტემაში არის რეფორმებთან დაკავშირებით. ასეთი სახის კომუნიკაცია და თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ბიზნესში მრავალი პრობლემაა დაგროვილი, რომელიც ეხება კომერციულ დავებს, ეხება ისეთ დავებს, რომლებიც წლების განმავლობაში არის გაჭიანურებული.

ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის, რომ მოსამართლეებს ძალიან ბევრი საქმე აქვთ, მაგრამ ეს პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკინომიკის ზრდაზე. ჩვენ რომ ლარის კურსზე ვსაუბრობთ, ლარის კურსიც მნიშვნელოვნად არის გადაჯაჭვული სასამართლოს სწორ გადაწყვეტილებებზე, სისწრაფეზე. ბევრი იკითხავს თუ რატომ? იმიტომ, რომ საერთაშორისო ინვესტორი თუ არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოში სამართალს იპოვის, ის გააჭიანურებს ან დაფიქრდება ინვესტიცების ჩადებაზე ქვეყანაში. ჩვენ თუ გვინდა, რომ ლარი მყარი იყოს, მნიშვნელოვანია რომ სასამართლო სისტემა იყოს რეფორმირებული. ჩვენ ბიზნესასოციაციამ მაქსიმალურად გვინდა ვითანამშრომლოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, ავუხსნათ ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ვხედავთ უკვე, რომ საბჭოს სურვილი აქვს, რომ ეს რეფორმები გატარდეს.

დღეს ჩვენ ვერ შევაფასებთ მის საქმიანობას, რადგან ახალი შექმნილია. ჩვენ ზოგიერთ წევრს აქვს კონკრეტული მოსაზრებები, ზოგიერთს კრიტიკული მოსაზრებიც. ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი, რომელიც გაამარტივებს, სწრაფად გადაწყვეტს დავას ან უზრუნველყოფს იმას, რომ კომპეტენტურად გადაწყდეს საქმეები, არის ძალიან მნიშვნელივანი იმისთვის, რომ ეკონიმიკა განვითარდეს. ჩვენ რომ ვსაუბრობთ ეკონომიკის ზრდაზე, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასამართლოს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა წინ წავიდეს იმიტომ, რომ ინვესტორები ძალიან სერიოზულად უყურებენ თუ როგორ წყდება დავები ქვეყანაში", - განაცხადა ჭირაქაძემ.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge


ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ხელოვნება
მედიცინა
გასტრონომია
საინტერესო
განათლება
ანალიტიკა
მედია
რელიგია
ანიმნდი
ვალუტის კურსი
ბლოგი
ლიტერატურა
პერსონა
ეს საინტერესოა
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
ისტორია
არქირაექტურა
რა მოხდა დღეს
არქივი
დიზაინი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge