Loading...
Close
27 მაისი 2018 11:49
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს
დღის თემა
აშშ-ის კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიცირება მოხდა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მრგვალი მაგიდა თემაზე: 'თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის-მომავალი ასწლეულის სტრატეგია'
მიხეილ სააკაშვილი - ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
რელიგია
მეუფე შიო - ერის უმრავლესობა ამბობს, რომ იგი მართლმადიდებელი ქრისტიანია, მაგრამ სინამდვილეში ჩანს, რომ არ ვართ ყველა ამ მადლით აღვსილნი
გამოქვეყნების დრო – 13 დეკემბერი 2017 13:31

პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ დღეს სამებაში სადღესასწაულო წირვა აღავლინა, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე შიომ ანდრია პირველწოდებულის ღვაწლის შესახებ ისაუბრა.

„ყოველი ჩვენთაგანი ვართ მემკვიდრე ამ დიდი მადლის. წმინდა მოციქულმა ანდრიამ დააფუძნა ეკლესია, რომელიც შემდეგ გახდა წევრი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისა. დღეს ჩვენ ასევე აღვნიშნავთ კეთილმსახური მეფის, ვახტანგ გორგასლის ხსენებას, რომლის დიდი ღვაწლის შემდეგ ჩვენმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა. ვმადლობთ უფალს ამისათვის და ვმადლობთ წმინდა მოციქულს, ანდრია პირველწოდებულს, რომ მადლი ჩვენს ერში მოიღო და დაანთო. ბევრი ჩვენთაგანი არის ამის მიმღები და გამგრძელებელი. მაგრამ სამწუხაროა, რომ ყველანი არ ვართ ჯერ ამ მადლის მიმღებნი. თითქოს მონათლულები ვართ, ჩვენი ერის დიდი უმრავლესობა ამბობს, რომ იგი მართლმადიდებელი ქრისტიანია, მაგრამ სინამდვილეში ჩანს, რომ არ ვართ ყველა ამ მადლით აღვსილნი, ამ შუქისა და ცეცხლის მატარებლები, სამწუხაროდ. დღეს ამაზე უნდა დავფიქრდეთ, რადგან წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს ერზე, ისტორიულ გზებზე, წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. თუ რაიმე კარგი გვაქვს, ეკლესიასთან, ქრისტიანობასთან თანაზიარობის შედეგად გვაქვს, თუ რაიმე გვაქვს უარყოფითი, ეკლესიისგან, ქრისტესგან განშორების შედეგად გვაქვს მანკიერება. არ არის საკმარისი იყო მარტო მონათლული, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს, რადგან შეიძლება ამ მადლმა პირიქით, პასუხისმგებლობა უფრო დაამძიმოს, თუ შენ არ გააღვიძე და არ განავითარე ის. როგორც კანდელს სჭირდება ზეთის დამატება, ასევე ადამიანს სჭირდება გაღვივება ამ მადლისა, სიწმინდისა, მოშურნეობა, მოღვაწეობა, განწმენდა გულის სიტყვების, აზრების და გამოსწორება ცხოვრებისა. ეს არის ის, რასაც უფალი ჩვენგან ელოდება“, - განაცხადა მეუფემ ქადაგებისას.

სამების ტაძარში წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა მეფის, ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით სამეუფეო წირვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, მეუფე თეოდორესთან ერთად აღავლინა.



საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge

ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge