Loading...
Close
22 იანვარი 2018 09:51
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
კახიძე - მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციოს ამ ძალიან საგანგაშო კრიმინოგენულ ვითარებას
დღის თემა
ვაქცინაციის თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალური განცხადება გააკეთა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მამა პეტრე კოლხი - გვერდს ვერ ავუვლით, როდესაც შვილს აქვს სურვილი იაროს კლუბში და მოუსმინოს ელექტრონულ მუსიკას
'ნარკოტიკი 'ეკაიტიპებათ', როდესაც ამას გადავიტანთ ჯანდაცვის ჭრილში, მიხვდებიან რომ ეს დაავადებაა!'
მელია - ის წყობიდან გამოვიდა მას შემდეგ, რაც ბატონ გახარიასთან დაკავშირებით ვთქვი
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - საგადასახო ადმინისტრირება იქნება ძალიან მკაცრი და სამართლიანი
გამოქვეყნების დრო – 13 დექტემბერი 2017 14:58

2018 წელს კერძო სექტორის ხელშეწყობის მიმართულებით ფინანსთა სამინისტროში რეფორმები განხორციელდება - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. როგორც მან აღნიშნა, არც ერთი რეფორმა არ განხორციელდება ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე.

„ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ელოდება ჩვენი ბიზნესი არის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის დანერგვა, დაინერგება ძალიან გამარტივებული ავტომატური სისტემა, ისე რომ მეწარმეს არც კი მოუწევს ბიუროკრატიასთან უერთიერთობა ისე დაიბრუნებს იმ თანხას რომელიც მას ობიექტურად ეკუთვნის, ამის გარდა ვგეგმავთ დაინერგოს ავტომატური ელექტრონული დეკლარირების სისტემა და გაუმჯობესდეს ელექტრონული სერვისების ხარისხი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ბიზნესისთვის საგადასახადო ორგანოებთან მუშაობის დროს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საბაჟო სერვისების თვალსაზრისით არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი წინსვლისთვის და შესაბამისად, იგეგმება საბაჟო სერვისების სრული დიჯიტალიზაცია და ამ მიმართულებით გადაიდგმება ძალიან კონკრეტული ნაბიჯები.

„რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გადამხდელების კომფორტული ატმოსფეროს შექმნაზე და ეს არის ჩვენი ვალდებულება და მოვალეობა, ამავე დროს, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები საგადასახადო დისციპლინის ნაწილში და საგადასახო ადმინისტრირება იქნება ძალიან მკაცრი და სამართლიანი და ამაზე შემიძლია პირადი პასუხისმგებლობა ავიღო“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

ბიუჯეტის გამჭირვალობისა და სრულყოფილი საბიუჯეტო დოკუმენტაციის საჯაროობის კუთხით მნიშვნელოვანია მიმდინარე წელს გამოქვეყნებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური გამჭვირვალობისშეფასება - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, შეფასება ფინანსთა სამინისტროს თხოვნით ჩატარდა და მოიცავდა 36 ინდიკატორს, სამი მიმართულებით: ფისკალური ანგარიშგება, ფისკალური რისკების ანალიზი, ფისკალური პროგნოზირება და ბიუჯეტირება.

„36 ინდიკატორიდან, ქვეყანამ 18 ინდიკატორში საუკეთესო ან კარგი პრაქტიკა აჩვენა, ხოლო მხოლოდ 8 ინდიკატორი ეხება საკითხებს, რაც საჭიროებს სათანადო ღონისძიებების დანერგვას. სავალუტო ფონდთან ერთად მომზადდა სამოქმედო გეგმა 2020 წლამდე პერიოდისათვის, რომლის განხორციელება, სრულად აღმოფხვრის გამოვლენილ ხარვეზებს,“ - განაცხდა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესების ტენდენციაზე, რომელზეც დადებითად აისახა ექსპორტის, ტურიზმის და გზავნილების ზრდა.

მისი თქმით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2017 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, მშპ-ს 7.4 პროცენტს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა 2016 წელს არსებულ თითქმის 13 პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით.

2018 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის კონსერვატიულ მაჩვენებლებზეა დაგეგმილი და 2018 წლისთვის 4.5%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში 5%-6%-მდე იზრდება.

„თუმცა ვფიქრობთ, რომ ჩვენს ფისკალურ პოლიტიკას კიდევ უფრო მეტი ეფექტი ექნება და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალი გვექნება. ასევე, მინდა ხაზი გავუსვათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის ფარგლებში არსებული შეთანხმების თანახმად, კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდით გამოწვეულ ჭარბ შემოსავლებს გამოვიყენეთ კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახრაძემ.

2018 წელს მშპ-ს დეფლატორი მომდევნო წლისთვის 3.5%-ის, ხოლო შემდგომ წლებში 3.0%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. აღნიშნულ პარამეტრებზე დაყრდნობით, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოსალოდნელი მოცულობა 2018 წელს 40.6 მილიარდი ლარს, ხოლო 2021 წლისთვის 52,1 მილიარდ ლარს შეადგენს.

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მოგების გადასახადის რეფორმის შედეგებზე.

„მინდა ხაზი გავუსვა რეინვესტირების ძალიან მაღალ მაჩვენებელს, იმ კონკრეტულ შედეგებს, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას მოაქვს და რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება. სწორედ ამ რეფორმის შედეგია ის, რომ უცხოელმა ინვესტორებმა მკვეთრად გაზარდეს რეინვესტირების მაჩვენებელი. მიმდინარე წელს დაფიქსირებული ტენდენციის მიხედვით, ქართულ ეკონომიკაში გენერირებული მოგების რეინვესტირება თითქმის გაორმაგდა. გასულ წლებში, პირველ სამი კვარტალის განმავლობაში რეინვესტირების მაჩვენებელი, დაახლოებით, 300 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა, მიმდინარე წელს კი, უცხოელმა ინვესტორებმა თითქმის 600 მილიონ აშშ დოლარი ჩააბრუნეს ქართულ ეკონომიკაში, რაც ახალ პროდუქციას და ახალ მომსახურებას და რაც უფრო მნიშვნელოვანია ახალ სამუშაო ადგილებს ნიშნავს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge

იხილეთ: მამუკა ბახტაძე - განხორციელებულმა ინვესტიციებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 1.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია 
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ხელოვნება
მედიცინა
გასტრონომია
საინტერესო
განათლება
ანალიტიკა
მედია
რელიგია
ანიმნდი
ვალუტის კურსი
ბლოგი
ლიტერატურა
პერსონა
ეს საინტერესოა
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
ისტორია
არქირაექტურა
რა მოხდა დღეს
არქივი
დიზაინი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge