Loading...
Close
21 ივლისი 2018 02:12
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საინტერესო
'მეორედ, ისევ შექმნიდი ადამიანს?' - ქართველი და უცხოელი მოსწავლეების ბარათები ღმერთს
14 დექტემბერი 2017 00:06
ერთ-ერთმა გამოცემამ სკოლის მოსწავლეებს სთხოვა, ღმერთისთვის დაეწერათ წერილები, დაესვათ შეკითხვები და მიეცათ რჩევა. ეს არის 7-დან 10 წლამდე ქართველი და უცხოელი მოსწავლეების მიმართვები ღმერთისადმი.



მეოთხეკლასელი: “შენ თუ სამყაროს დასასრულს მოაწყობ, ვინ ილოცებს შენთვის?”


მეორეკლასელი: “გამარჯობა ღმერთო, როგორ ხარ? რას აკეთებ? როგორ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საქმე?”


მეოთხეკლასელი: “საიდუმლოდ გეტყვი, როდესაც ვხედავ მარტოხელა ქალს, მე შენს მაგივრად მრცხვენია.”


მესამეკლასელი: “მე ჯერ პატარა ვარ, მესამე კლასში ვსწავლობ. ცოდვები ჯერ არ მაქვს, მაგრამ აუცილებლად მექნება.”


მესამეკლასელი: “რისთვის სჯი კეთილ ადამიანებს?”


მესამეკლასელი: “სად მიდის დრო? - ჭაღარაში?”


მეოთხეკლასელი: “ადამიანები ისე იტანჯებიან დედამიწაზე და ნუთუ შენს ჯოჯოხეთში უარესია?”


მესამეკლასელი: “მე შენ რა თქმა უნდა მიყვარხარ, მაგრამ დედა და მამა უფრო მეტად მიყვარს, ხომ არაუშავს?”


მეორეკლასელი: “შეიძლება, რომ მე არ მოკვდე?”


მეორეკლასელი: “აი ეკლესიაში სანთლებს რომ ყიდიან, შენი ბიზნესია?”


მეორეკლასელი: “ღმერთო სად არის ქრისტე ახლა? რას აკეთებს?”


მესამეკლასელი: ” შენ გაქვს გონება, თუ მთლიანად სულისგან შედგები?”


მესამეკლასელი: “პირველ რიგში რა გააკეთა ქრისტემ როდესაც აღსდგა?”


მეორეკლასელი: “რატომ მათხოვრობენ ღარიბები ეკლესიასთან - შენ რომ აღნიშნო, ვინ მისცა ფული?”


მეორეკლასელი: “რატომ ზრდიდნენ ადამიანს წლების განმავლობაში და მერე უცებ კვდება ის?“


მეორეკლასელი: “რისი გაკეთება შეიძლება ცხოვრებაში, რომ დედამ არ მცემოს?”


მეოთხეკლასელი: “იქნებ შემიძლია რამით დაგეხმარო?”


მესამეკლასელი: “რატომ მსურს, რომ სულ ცუდი გავაკეთო, შენ ასე მცდი?”


მესამეკლასელი: ”რა გაგიკეთა ასეთი მამაჩემმა, რომ მას სულ არ უმართლებს?”


მესამეკლასელი: “ახლა, მეორედ, ისევ შექმნიდი ადამიანს?”


მეოთხეკლასელი: “რა იქნებოდა დედამიწაზე, ადამს და ევას რომ არ დაერღვიათ შენი კანონი ვაშლებთან დაკავშირებით?”


მეოთხეკლასელი: “მინდა ვიცოდე რას აპირებ, დედამიწა ისევ დაიტბორება თუ დაიწვება?”


მეოთხეკლასელი: “მე დავიბადე, გავიხედე, გამოვიხედე… სამყარო კი უკვე ასეთი მკაცრი და ბოროტია”


მესამეკლასელი: “რატომ ლაპარაკობდნენ ადრე ცხოველები, ეხლა კი არ შეუძლიათ? გველიც კი ელაპარაკებოდა ევას”


მესამეკლასელი: “რისთვის ვბერდებით?”


პირვეკლასელი: “შენ ბედნიერი ხარ?”


მესამეკლასელი: “რატომ გვჩუქნი შენ სიცოცხლეს, ხოლო მისი წართმევა ყველას შეუძლია?”


მესამეკლასელი: “რა უნდა გავუკეთოთ ცხოველებს რომ ჩვენთან ერთად მოხვდნენ სამოთხეში?”


მესამეკლასელი: „მომხდარა ისე, როდესაც ვიღაც გესიმპათიურება, ის კი შენსკენ არც კი იყურება?”


მეოთხეკლასელი: “მე ძალიან გარცხვენ?”


მესამეკლასელი: “შეიძლება ხანდახან დამესიზმრო?”


მეორეკლასელი: “მიეცი ჯანმრთელობა და ბედნიერება დედას, ბებიას, ბიძია ტომს, ბარის, ალექსანდრეს და ჩემს სხვა მამებს”


მეოთხეკლასელი: “ღმერთო, მე ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, რაც ადრე გაგიკეთებია ჩემთვის. მაგრამ ახლა დამეხმარე, მამაჩემი ციხეში უდანაშაულოდ ჩასვეს და ახლა უკვე 8 თვე ზის. მე მას ყოველთვის ველოდები, რომ შემეძლოს, გავანთავისუფლებდი. ძალიან გთხოვ დამეხმარე, ეს ჩემი ყველაზე დიდი სურვილია. მერე არ შეგაწუხებ, სიკვდილიც რომ მომიწიოს.”


მესამეკლასელი: “მინდა რომ ახალგაზრდობაში კარგად და ბედნიერად ვიცხოვრო, მოხუცებულობაში მარტო ბედნიერადაც შეიძლება”


მეოთხეკლასელი: “გააკეთე ისე, რომ მეორე სიცოცხლეში მე საფრანგეთში, ბიჭად დავიბადო”


მეოთხეკლასელი: “ამბობენ, რომ ადამიანი სიკვდილის შემდეგ, ვიღაცის სახით ბრუნდება უკან. გთხოვ, მინდა ვიყო ჩემი ძაღლი, ის კი ჩემს ადგილას იქნება და ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით.”


მეორეკლასელი: “მომიწყე ხანგძლივი და მხიარული ცხოვრება”


მესამეკლასელი: “გააქრე ჩემი ცოდვები”


მეორეკლასელი: “მოდი შევხვდეთ სიკვდილამდე”


მეოთხეკლასელი: „დედიკო და მამიკო შერიგდნენ. ღმერთო დამეხმარე, მე მოწევას დავანებებ თავს”


მესამეკლასელი: “ნუ ბრაზდები ადამიანებზე”


მეორეკლასელი: “მინდა რომ ჩემი დაბადების დღე, ერთხელ კი არა ხუთჯერ იყოს. საჩუქრების გამო არა… ასე უფრო ხშირად ვნახავ მამიკოს”


მეოთხეკლასელი: “ღმერთო, პირველად რომ გნახავ, არაფერს არ გთხოვ. შენ იფიქრებ - რა მორცხვი ბიჭია… და მერსედესს მაჩუქებ”


მესამეკლასელი: “შენ თქვი, რომ დაიცავ სუსტებს, დაჩაგრულებს… რაღაც ამას ვერ ვხედავ”


მესამეკლასელი: “გამოგვიგზავნე დედამიწაზე შენი შვილი… ჩვენ მას ჯვარზე არ გავაკრავთ”


მეოთხეკლასელი: “ძალიან მინდა, რომ ბავშვთა სახლიდან ბავშვებმა იპოვონ კარგი მშობლები”


მესამეკლასელი: “გთხოვ გააკეთე ისე, რომ ხალხი არ კვდებოდეს და კოღოები არ იყოს”


მეორეკლასელი: “ღმერთო, მოვრიგდეთ. მე მჯერა შენი, შენ კი-ჩემი”


მეოთხეკლასელი: “გადაარჩინე ჩვენი სულები ინვალიდობისგან”


მეორეკლასელი: “მიშვილე და შენ როცა დაბერდები, ჭიქა წყალს მოგაწვდი”


მესამეკლასელი: “მე გთხოვდით რომელიმე ცხოველს, მაგრამ თუ ძნელია, ფუმფულა სათამაშოზეც თანახმა ვარ”


მეორეკლასელი: “ჩვენ ერთად დავდიოდით ბაღში, მერე პირველ კლასში და მერე მან მითხრა, რომ “ჩვენ სხვადასხვანაირი ადამიანები ვართ”… მე უარესად გავხდი ვიდრე მოვკვდი”


მეოთხეკლასელი: „ჩვენ ვსწავლობთ, ვსწავლობთ… და რისთვის? ხომ მაინც მოვკვდებით და ჩვენი ცოდნა დაიკარგება?”


მეოთხეკლასელი: “მეორედ როდის მოვა იესო ქრისტე? ხომ უნდა მოვემზადოთ, თორემ იგივე იქნება რაც პირველად მოსვლისას”


მეორეკლასელი: “გთხოვ, მომიტევე ჩემი ცოდვები. ვიცი ბევრი ჩავიდინე, მაგრამ არ მეგონა თუ არსებობდი”


მეოთხეკლასელი: “შეგიძლია თუ არა ცოდვები მაპატიო? თუ არა, მაშინ მე გავაგრძელებ ცოდვის ჩადენას, დაწყნარებული სულით”


მეოთხეკლასელი: “ყვავილები უკეთესი გამოგივიდა, ვიდრე ადამიანები”


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge


მთავარი თემა

ყოფილი მინისტრების დაკითხვა – კოკა კაციტაძის პირველი კომენტარი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
ზურაბ აბაშიძე - რუსეთს ვურჩევთ, გადადგას ისეთი ნაბიჯები, რასაც მისგან დიდი ხანია მოელის საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო 
ბავშვთა სიღარიბის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა - სახალხო დამცველის ანგარიში 
რას ამბობს კახა კალაძე, რომელმაც დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას ხელი მოაწერა 
პუტინის მორიგი მუქარა საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ჩართვის თაობაზე - რუსეთის ლიდერი პოლიტიკოსებს მიმართავს 
იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა
'ქართული ოცნების' სამდივნომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო
მამუკა ბახტაძისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია 
მდინარაძე მოწმეს - თქვენ ახლა იმდენივე მეტრში ამოიცანით ზაზა სარალაძე, რამდენ მეტრშიც მოხდა მკვლელობა
დავით ჭიჭინაძე - თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ
პოლიტიკურმა გაერთიანებამ 'ძალა ერთობაშია' საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა
პუტინი - რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას 
შალვა თადუმაძე - იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
იაგო კაჭკაჭიშვილის ერთი რჩევა ხელისუფლებას და ოპოზიციას
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - ოთო კახიძე (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
ციტატები/ფრაზები
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი