Loading...
Close
22 იანვარი 2018 09:54
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
კახიძე - მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციოს ამ ძალიან საგანგაშო კრიმინოგენულ ვითარებას
დღის თემა
ვაქცინაციის თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალური განცხადება გააკეთა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მამა პეტრე კოლხი - გვერდს ვერ ავუვლით, როდესაც შვილს აქვს სურვილი იაროს კლუბში და მოუსმინოს ელექტრონულ მუსიკას
'ნარკოტიკი 'ეკაიტიპებათ', როდესაც ამას გადავიტანთ ჯანდაცვის ჭრილში, მიხვდებიან რომ ეს დაავადებაა!'
მელია - ის წყობიდან გამოვიდა მას შემდეგ, რაც ბატონ გახარიასთან დაკავშირებით ვთქვი
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
ეკონომიკა
​ქუმსიშვილი - 9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
გამოქვეყნების დრო – 20 დექტემბერი 2017 12:57

2017 წლის 9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

ქუმსიშვილის განმარტებით, 2017 წლის 9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 1,346.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ამასთან, 2017 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 17.6%-ით (89.0 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა და 594.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

''ეს არის დაუზუსტებელი მაჩვენებელი, ხდება მისი შედარება წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელთან, შესაბამისად, წლევანდელი მაჩვენებლების დაზუსტების შემდეგ დინამიკა პოზიტივისკენ შეიცვლება. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით არის მოლოდინი, რომ მათი ოდენობა 2017 წელს 1 მლრდ 600 მლნ დოლარს გადააჭარბებს.

ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების ზრდა ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების შემოტანას ქვეყანაში, ზრდის პროდუქტიულობის დონეს და პოზიტიურად აისახება ექსპორტის და დასაქმების მაჩვენებლებზე", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ეკონომიკის რეალურ სექტორში (33.7%-ით, 62.2 მლნ. აშშ. დოლარით), მათ შორის მშენებლობის სექტორში ინვესტიციები გაიზარდა 85.6%-ით (53.6 მლნ. აშშ. დოლარი) და 116.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ენერგეტიკის სექტორში 75.5%-ით (31.1 მლნ. აშშ დოლარით) და 72.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მნიშვნელოვნად, 143.1%-ით (17.7 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა სასტუმროების და რესტორნების სექტორში და 30.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

''ქვეყანაში ძირითად ინვესტორ ქვეყნებს აზერბაიჯანი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო წარმოადგენენ. 2017 წლის 9 თვეში აზერბაიჯანიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 378.2 მლნ. აშშ. დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 28.1%), თურქეთიდან 259.2 მლნ. აშშ.დოლარი (ინვესტიციების 19.2%) ხოლო გაერთიანებული სამეფოდან 175.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა (13.0%) შეადგინა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2016 წელს, პირველ 3 კვარტალში 318 მლნ დოლარის რეინვესტირება განხორციელდა, 2017 წელს კი 591.5 მლნ, რაც 85%-იან ზრდას შეადგენს.

„რა თქმა უნდა, ეს იმ გადაწყვეტილებების შედეგია, რომელიც პარლამენტმა მთავრობასთან ერთად მიიღო, როდესაც მოგების გადასახადის რეფორმა გაატარა და ამით კომპანიები წაახალისა ბიზნესში რეინვესტირების განხორციელებისთვის“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge

ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ხელოვნება
მედიცინა
გასტრონომია
საინტერესო
განათლება
ანალიტიკა
მედია
რელიგია
ანიმნდი
ვალუტის კურსი
ბლოგი
ლიტერატურა
პერსონა
ეს საინტერესოა
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
ისტორია
არქირაექტურა
რა მოხდა დღეს
არქივი
დიზაინი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge