Loading...
Close
23 იანვარი 2018 21:45
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
'შსს-ს ძირითადი ამოცანა ნარკოდანაშაულთან ბრძოლაა' - შს მინისტრის პოზიცია ნარკოპოლიტიკის თაობაზე
დღის თემა
გიორგი გიორგანაშვილი - ვცდილობდი ყოველთვის საზოგადოებრივი წესრიგი დამეცვა, ჩემი ბრალდება აბსურდულია
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
კახა კალაძის პირველი კომენტარი დავით სოკოლოვის ბინასთან დაკავშირებით
'დეპუტატობა ჩაგიდეს? თქვენ ის არ ხართ, წინა ხელისუფლების დროსაც ხელისუფლებაში რომ იყავით?' - ჟურნალისტი რომან კაკულიას
მოამბის ყოფილი დიქტორი დავით სოკოლოვი ხანდაზმულთა ჰოსპიტალში ცხოვრობს
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
რეგიონი
უბინაოდ დარჩენილმა დევნილმა გორის ადმინისტრაციულ შენობაში ვენები გადაიჭრა
გამოქვეყნების დრო – 22 დეკემბერი 2017 13:59


გორის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში დილიდან ხმაურია. ათობით დევნილი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის გორში ჩასვლას ითხოვს.

უბინაოდ დარჩენილმა დევნილმა გორის ადმინისტრაციულ შენობაში ვენები გადაიჭრა. მამაკაცს პირველადი დახმარება ადმინისტრაციის შენობის დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს და სასწარფო დახმარება გამოიძახეს.

ამ წუთებში ადმინისტრაციულ შენობაში შეკრებილ დევნილებს დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები ხვდებიან, რომლებიც გორში ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ.


დევნილთა სამინისტრომ გუშინ გამოაქვეყნა იმ დევნილების სია, რომლებიც გორში აშენებული მრავალსართულიან კორპუსებში 1, 2 და 3 ოთახიან ბინებს მიიღებენ. ადმინისტრაციულ შენობაში შეკრებილები აცხადებენ, რომ სიების შედგენა უსამართლოდ მოხდა და ათობით ისეთი ადამიანი დარჩა უბინაოდ, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ წელს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდებოდა.

აღნიშნულ დევნილებს საკუთარი სახლების დატოვება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 90-იან წლებში მოუხდათ. ამ წლების განმავლობაში კი ნათესავებთან, ყოფილი სასტუმროების შენობებში და სხვადასხვა ფართში ცხოვრობდნენ.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge

ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge