Loading...
Close
23 იანვარი 2018 21:42
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
'შსს-ს ძირითადი ამოცანა ნარკოდანაშაულთან ბრძოლაა' - შს მინისტრის პოზიცია ნარკოპოლიტიკის თაობაზე
დღის თემა
გიორგი გიორგანაშვილი - ვცდილობდი ყოველთვის საზოგადოებრივი წესრიგი დამეცვა, ჩემი ბრალდება აბსურდულია
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
კახა კალაძის პირველი კომენტარი დავით სოკოლოვის ბინასთან დაკავშირებით
'დეპუტატობა ჩაგიდეს? თქვენ ის არ ხართ, წინა ხელისუფლების დროსაც ხელისუფლებაში რომ იყავით?' - ჟურნალისტი რომან კაკულიას
მოამბის ყოფილი დიქტორი დავით სოკოლოვი ხანდაზმულთა ჰოსპიტალში ცხოვრობს
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
რეგიონი
უხუცესთა საბჭოს წევრი - ფეხქვეშ გათელეს პანკისის სახელი, ეს სპეცოპერაცია არის ხეობის აუტანელი შეურაცხყოფა
გამოქვეყნების დრო – 27 დეკემბერი 2017 15:14


სოფელ დუისში, პოლიციის შენობასთან შეკრებილ მოსახლეობას უხუცესთა საბჭოს წევრმა სოსო ქავთარაშვილმა მიმართა.

"ეს სპეცოპერაცია არის ხეობის აუტანელი შეურაცხყოფა. ფეხქვეშ გათელეს პანკისის სახელი. მე ყველას ვიცნობ, ვიცი ვინ რას აკეთებს, ის დაკავებული ბიჭები უდანაშაულოები არიან. 19 წლის ახალგაზრდა, უწესიერესი, უდანაშაულო ბიჭი გვეცლება ხელიდან. დღეს იმიტომ არის ამდენი ხალხი შეკრებილი, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენ კანონს ვემორჩილებით და არა ძალის გადამეტებას. ეს არის დაუშვებელი. მსგავსი ქმედება არ მოგვითმენია და არც მოვითმენთ", - განაცხადა სოსო ქავთარაშვილმა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პანკისის ხეობაში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

„საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, მოქალაქე თ.მ. - ს ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით დაიწყო და მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე. ამჟამად ტარდება ყველა გადაუდებელი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - განაცხადეს პროკურატურაში.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge

იხილეთ: პანკისის ხეობის უხუცესებმა სახელმწიფოს და ძალოვან უწყებებს განცხადებით მიმართეს
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge