Loading...
Close
27 მაისი 2018 11:53
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს
დღის თემა
აშშ-ის კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიცირება მოხდა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მრგვალი მაგიდა თემაზე: 'თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის-მომავალი ასწლეულის სტრატეგია'
მიხეილ სააკაშვილი - ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
რეგიონი
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა - სტრასბურგამდე მივალ და სიმართლეს დავადგენ, რომ ჩემი უდანაშაულო შვილი გაიმეტეს
გამოქვეყნების დრო – 27 დეკემბერი 2017 15:54


სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ პანკისის ხეობაში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.

"სირცხვილია ხელისუფლების მხრიდან, ჩემი შვილი სიკვდილს ებრძვის, მძინარეს ესროლეს და ახლა კიდევ ამბობენ ტერორისტიაო. როგორ ამბობენ, რომ წინააღმდეგობა გაუწია, როცა ბავშვი საწოლიდან წამომჯდარიც არ არის, ისე აქვს ნასროლი. ხელისუფლება თვითონ ქმნის ტერორისტებს, მე ახლა ქვეყანაც მძულს, ჩემი თავიც და ყველა. თუ ჩემი შვილი ტერორისტია, მაშინ მეც ტერორისტი ვარ. ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ. სტრასბურგამდე მივალ და სიმართლეს დავადგენ, რომ ჩემი უდანაშაულო შვილი გაიმეტეს", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

სოფელ დუისში უხუცესთა საბჭოს წევრები კრებას მართავენ. პანკისის ხეობის უხუცესებმა სახელმწიფოს და ძალოვან უწყებებს განცხადებით მიმართეს.

„პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია ძალის გადამეტებით მოხდა. ამიტომ, მოვითხოვთ ობიექტურ გამოძიებას და თუ შევნიშნეთ, რომ გამოძიება სიმართლისკენ არ მიდის, მაშინ ჩვენ სხვა გზას მივმართავთ. გამოძიების და დამნაშავის დასჯის წინააღმდეგნი ჩვენ არ ვართ. ჩვენ ვეწინააღმდეგებით თვითნებურ სასჯელს. ეს იყო თვითნებური სასჯელი, როდესაც მძინარე ახალგაზრდას შუბლში ესვრიან. ჩემი პირადი მოსაზრებით, ეს იყო ძალის გადამეტება. ალბათ, სპეცრაზმელი შეშინდა და წარმოიდგინა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი წინააღმდეგობას უწევდა, ასეთები არ უნდა მუშაობდნენ ძალოვან სტრუქტურაში, ვინც ვერ არჩევს რეალობას", - განაცხადა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა.

უხუცესთა კავშირის თავმჯდომარის ზელიმხან წუწაშვიის განცხადებით, თუ რომელიმე ადგილობრივი დამნაშავეა, მოხდეს მისი დაკავება კანონის ფარგლებში, ძალის გამოყენების გარეშე.

"სპეცოპერაცია გასაგებია, მაგრამ მძინარე 19 წლის ბავშვს შუბლში რომ ტყვიას ესვრი, ეს არ არის ნორმალური. ასევე ოჯახებში, სადაც შევიდნენ, იქ ცხოვრობენ ბავშვები და ქალები. ეს არ არის ნორმალური. თუ რომელიმე ადგილობრივი დამნაშავეა, მოხდეს მისი დაკავება კანონის ფარგლებში, ძალის გამოყენების გარეშე", - განაცხადა ზელიმხან წუწაშვილმა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge

იხილეთ: პანკისის მკვიდრი - ამ სპეცოპერაციის შემდეგ პანკისის ხეობა გაიგივებულია ტერორიზმთან, რაც არასწორია
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge