Loading...
Close
23 იანვარი 2018 21:45
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
'შსს-ს ძირითადი ამოცანა ნარკოდანაშაულთან ბრძოლაა' - შს მინისტრის პოზიცია ნარკოპოლიტიკის თაობაზე
დღის თემა
გიორგი გიორგანაშვილი - ვცდილობდი ყოველთვის საზოგადოებრივი წესრიგი დამეცვა, ჩემი ბრალდება აბსურდულია
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
კახა კალაძის პირველი კომენტარი დავით სოკოლოვის ბინასთან დაკავშირებით
'დეპუტატობა ჩაგიდეს? თქვენ ის არ ხართ, წინა ხელისუფლების დროსაც ხელისუფლებაში რომ იყავით?' - ჟურნალისტი რომან კაკულიას
მოამბის ყოფილი დიქტორი დავით სოკოლოვი ხანდაზმულთა ჰოსპიტალში ცხოვრობს
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
რეგიონი
საქართველოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი ქედაში ცხოვრობს
გამოქვეყნების დრო – 27 დეკემბერი 2017 18:37

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეტყეში მცხოვრებ თურმანიძეების ოჯახს ესტუმრა, ხასან და ზექიე თურმანიძეების უხუცეს წყვილს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.

''დღეს თურმანიძეების ოჯახს ვსტუმრობდით და საქართველოში ყველაზე ხანდაზმულ წყვილს დამდეგი შობა–ახალი წელი მივულოცეთ. თურმანიძეების ოჯახი სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ოჯახების ნათელი მაგალითია, რომლებმაც ერს 8 შვილი გაუზარდეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული ტრადიციული ოჯახების შენარჩუნებაში. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

95 წლის ხასან და 94 წლის ზექიე თურმანიძეების ოჯახს უნიკალურობას მათი 77 წლიანი თანაცხოვრება სძენს. წყვილმა 1941 წლის 20 მაისს იქორწინა და ქვეყანას 162 შთამომავალი გაუზარდა: 8 შვილი, 37 შვილიშვილი, 86 შვილთაშვილი და 31 შვილთაშვილის შვილი. ისინი ქორწინებაში მყოფი ყველაზე ხანდაზმული წყვილია არამარტო საქართველოში, არამედ დასავლეთ ევროპაში. მიმდინარე წლის მაისის თვეში გინესის რეკორდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა ისინი სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს. თურმანიძეების ოჯახის შთამომავლობა ძირითადად ხელოვნების მიმდევრები არიან. განსაკუთრებით, სასიმღერო ტრადიციის. ოჯახმა შემოინახა მერისის ხეობისთვის დამახასიათებელი არაერთი ფოლკლორული სიმღერა.

ზურაბ პატარაძესთან ერთად, თურმანიძეების ოჯახში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.



საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge

ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge