Loading...
Close
21 მაისი 2018 06:39
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
გიორგი გახარიას გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე - პირდაპირი ეთერი
დღის თემა
გრიგორი კარასინი - მოსკოვი არ გამორიცხავს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას 
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
'დანაშაულზე მაღლა დავდგე? ვთქვა რომ უდანაშაულოა?!' - რატომ არ იწყალებს პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილს
კლუბებში შეჭრის საქმე - გიორგი გახარია პოლიციას მადლობას უხდის - შს მინისტრის ვრცელი განცხადება
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
მსოფლიო
სააკაშვილი - ფიქრობთ დამთხვევაა, რომ ერთსა და იმავე დროს კიევსა და თბილისში სასამართლო პროცესი იწყება ჩემს წინააღმდეგ?
გამოქვეყნების დრო – 3 იანვარი 2018 13:47

უკრაინის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში მეუღლე სანდრა რულოვსთან და უმცროს ვაჟთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად მივიდა.

„დღეს საქართველოში განაჩენი გამოაქვთ. 10 წუთის წინ საქართველოში ჩემს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. ზუსტად ამ დროს უკრაინაში იწყება სასამართლო პროცესი ჩემს წინააღმდეგ. ფიქრობთ ეს შემთხვევითაა? ფიქრობთ დამთხვევაა, რომ ერთსა და იმავე დროს კიევსა და თბილისში სასამართლო პროცესი იწყება ჩემს წინააღმდეგ? ოლიგარქები ახერხებენ ერთმანეთში მოლაპარაკებას, თუმცა არ ვიცოდი, რომ ასეთი სულელები არიან. სხვადასხვა დღეებში შეეძლოთ მაინც სასამართლო დაენიშნათ. სასამართლოს შემდეგ საიმიგრაციო სასამართლო სტატუსს ჩამომართმევს უკრაინაში და მოლაპარაკებების შემდეგ დაიწყებენ ჩემი საქართველოში ექსტრადირების პროცესს. გნებავთ კიდევ რამე მტკიცებულებები? ყველაფერი მარტივია. თავხედები არიან და თავიანთ განზრახვას არ მალავენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge

ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge