Loading...
Close
22 იანვარი 2018 10:02
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
კახიძე - მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციოს ამ ძალიან საგანგაშო კრიმინოგენულ ვითარებას
დღის თემა
ვაქცინაციის თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალური განცხადება გააკეთა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მამა პეტრე კოლხი - გვერდს ვერ ავუვლით, როდესაც შვილს აქვს სურვილი იაროს კლუბში და მოუსმინოს ელექტრონულ მუსიკას
'ნარკოტიკი 'ეკაიტიპებათ', როდესაც ამას გადავიტანთ ჯანდაცვის ჭრილში, მიხვდებიან რომ ეს დაავადებაა!'
მელია - ის წყობიდან გამოვიდა მას შემდეგ, რაც ბატონ გახარიასთან დაკავშირებით ვთქვი
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი - შეწყალების შეუზღუდავი უფლების გამოყენებისთვის პრეზიდენტის გასამართლება პროცესის პოლიტიკურ ხასიათზე მიუთითებს
გამოქვეყნების დრო – 5 იანვარი 2018 14:51

შეწყალების შეუზღუდავი უფლების გამოყენებისთვის პრეზიდენტის გასამართლება ამ პროცესის პოლიტიკურ ხასიათზე მიუთითებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის გამოტანილ განაჩენს.

„გაზპრომის“ ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის, ივანიშვილის სრული კონტროლის ქვეშ მყოფი ქართული სასამართლოს „განაჩენი“ ჩემს წინააღმდეგ არის სრულიად უკანონო და ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო, ეროვნულ ნორმასა და საღ აზრს.

შეწყალების შეუზღუდავი უფლების გამოყენებისთვის პრეზიდენტის გასამართლება მიუთითებს ამ პროცესის პოლიტიკურ ხასიათზე და იმაზე, რომ 5 წლის განმავლობაში ქართულმა ხელისუფლებამ ვერაფერი სერიოზული ვერ აღმოაჩინა: არც კორუფციის ფაქტები, არც სხვა სამართალდარღვევები.
მაგრამ ეს „განაჩენი“, ისევე როგორც კიევში მიმდინარე პარალელური პროცესი, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოსა და უკრაინაში ხელისუფლებაში მოსული ოლიგარქები სინქრონულად და კოორდინირებულად მოქმედებენ ჩემს წინააღმდეგ, როგორც კორუფციასთან, ოლიგარქატთან და ხალხის ძარცვასთან ბრძოლის ლიდერთან.

ის, რომ ამ წლების მანძილზე ვლადიმერ პუტინი ქართველი და უკრაინელი ხელისუფლებისგან ჩემს წინააღმდეგ ამ რეპრესიული ზომების მიღებას ითხოვდა, არავისთვისაა საიდუმლო. მან ეს კიდევ ერთხელ ბოლო პრესკონფერენციაზე გაიმეორა. პუტინს, პოროშენკოს და ივანიშვილს შეუძლიათ აკეთონ ჩემ წინააღმდეგ რაც მოესურვებათ, მაგრამ ჩემი ბრძოლა გაგრძელდება ოლიგარქარტზე, კორუფციაზე, სიღარიბესა და ხალხის დამცირებაზე ჩვენი ხალხების სრულ გამარჯვებამდე!“ - წერს სააკაშვილი.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ხელოვნება
მედიცინა
გასტრონომია
საინტერესო
განათლება
ანალიტიკა
მედია
რელიგია
ანიმნდი
ვალუტის კურსი
ბლოგი
ლიტერატურა
პერსონა
ეს საინტერესოა
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
ისტორია
არქირაექტურა
რა მოხდა დღეს
არქივი
დიზაინი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge