Loading...
Close
22 იანვარი 2018 10:10
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
კახიძე - მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციოს ამ ძალიან საგანგაშო კრიმინოგენულ ვითარებას
დღის თემა
ვაქცინაციის თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალური განცხადება გააკეთა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მამა პეტრე კოლხი - გვერდს ვერ ავუვლით, როდესაც შვილს აქვს სურვილი იაროს კლუბში და მოუსმინოს ელექტრონულ მუსიკას
'ნარკოტიკი 'ეკაიტიპებათ', როდესაც ამას გადავიტანთ ჯანდაცვის ჭრილში, მიხვდებიან რომ ეს დაავადებაა!'
მელია - ის წყობიდან გამოვიდა მას შემდეგ, რაც ბატონ გახარიასთან დაკავშირებით ვთქვი
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
მსოფლიო
სააკაშვილი - მინდა ვუთხრა ივანიშვილს, პოროშენკოს და მათ მეგობარს პუტინს - ჩემი ბრძოლა არ შეწყდება რაც არ უნდა გააკეთოთ!
გამოქვეყნების დრო – 5 იანვარი 2018 17:12

მსოფლიო პრაქტიკაში პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტს განაჩენი გამოუტანეს შეუზღუდავი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებისთვის, - ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილების შეფასებისას, პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„მე არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მახსენდება მაგალითი, როდესაც პრეზიდენტს ამის გამო განაჩენი გამოუტანეს. ამ წლების განმავლობაში ისინი ეძებდნენ ჩემს ოფშორებს, საიდუმლო ანგარიშებს, ქონებას. მათ ვერაფერი იპოვეს, ვინაიდან ეს ბუნებაში არ არსებობს. ივლისში საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად ყოფნისას პრეზიდენტი პოროშენკო შეხვდა ბათუმში ოლიგარქ ივანიშვილს, რომელიც რუსული გაზპრომის უმსხვილესი კერძო აქციონერია და ისინი ჩემს წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებაზე შეთანხმდნენ. ამის შემდეგ რამდნიმე დღეში პოროშენკომ მე უკრაინის მოქალაქეობა ჩამომართვა და საქართველოში ჩემს წინააღმდეგ სასამართლოები დაჩქარდა.

მინდა ვუთხრა ივანიშვილს, პოროშენკოს და მათ მეგობარს პუტინს - ჩემი ბრძოლა არ შეწყდება რაც არ უნდა გააკეთოთ, რა საქმეც არ უნდა შეთითხნოთ. თქვენ არ იცით ბრძოლა პოლიტიკურ ველზე, რადგან თქვენ არ გიყვართ საკუთარი ხალხი. მე კი მიყვარს ხალხი. მიყვარს უკრაინელი ხალხი, მიყვარს ქართველი ხალხი. თქვენ გსურთ საკუთარი ოპონენტები მოიშოროთ, როგორც პუტინმა მოიშორა ნავალნი, როგორც ივანიშვილმა მოიშორა ყოფილი პრემიერ- მინისტრები, როგორც იანუკოვიჩმა მოიშორა იულია ტიმოშენკო. თუ ოლიგარქები ერთიანდებიან, ჩვენც უნდა გავერთიანდეთ- პატიოსანი ადამიანები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ხელოვნება
მედიცინა
გასტრონომია
საინტერესო
განათლება
ანალიტიკა
მედია
რელიგია
ანიმნდი
ვალუტის კურსი
ბლოგი
ლიტერატურა
პერსონა
ეს საინტერესოა
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
ისტორია
არქირაექტურა
რა მოხდა დღეს
არქივი
დიზაინი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge