Loading...
Close
23 იანვარი 2018 21:39
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
'შსს-ს ძირითადი ამოცანა ნარკოდანაშაულთან ბრძოლაა' - შს მინისტრის პოზიცია ნარკოპოლიტიკის თაობაზე
დღის თემა
გიორგი გიორგანაშვილი - ვცდილობდი ყოველთვის საზოგადოებრივი წესრიგი დამეცვა, ჩემი ბრალდება აბსურდულია
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
კახა კალაძის პირველი კომენტარი დავით სოკოლოვის ბინასთან დაკავშირებით
'დეპუტატობა ჩაგიდეს? თქვენ ის არ ხართ, წინა ხელისუფლების დროსაც ხელისუფლებაში რომ იყავით?' - ჟურნალისტი რომან კაკულიას
მოამბის ყოფილი დიქტორი დავით სოკოლოვი ხანდაზმულთა ჰოსპიტალში ცხოვრობს
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
რელიგია
პატრიარქი - ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, ყველას განსაკუთრებული წინდახედულება გვმართებს
გამოქვეყნების დრო – 7 იანვარი 2018 08:39

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესის და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში ქვეყანაში შექმნილი დემოგრაფიულ ვითარებას ეხმაურება.

„მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს, რათა აღნიშნული პრობლემისადმი სწორი კომპლექსური მიდგომა განხორციელდეს და რეალური, შედეგის მომტანი ნაბიჯები გადაიდგას.

მაინც მწამს, ქვეყანა, რომელიც უფლისა და ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა და რომელმაც 2000 წლის მანძილზე რწმენისთვის თავგანწირვის მრავალი მაგალითი აჩვენა, ქრისტიანობისთვის მებრძოლ სულს კვლავაც შეინარჩუნებს და ცხონების გზას, ათას ქარტეხილთა მიუხედავად, არ დატოვებს.

ამის იმედს განსაკუთრებით მაძლევს ჩვენი მომავალი თაობა, საოცრად ნიჭიერი და ღვთისმოყვარე ჩვენი ბავშვები. დღეს, უპირველეს ყოვლისა, მათი ზეიმია და გულითადად ვულოცავ და ვლოცავ მათ.

ვლოცავ პატიმრობაში მყოფთ, სნეულთ და გაჭირვებულთ.

დღესასწაულს კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძენებს, უკრაინელებს, რუსებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სომეხებს, უდინებს, იეზიდებს, ქურთებს, ინგუშებს, ჩერქეზებს, ჩეჩენებს და ლეკებს, ყოველ სხვა მკვიდრთ საქართველოისა და საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ.

მაშ, ,,განვიშორნეთ უკუე საჭურველნი ბნელისანი, რათა შევიწყნაროთ დღე აღმოდაბადებისა" (იოანე თესალონიკელი). ,,ქრისტე იშვების, ადიდებდეთ! ქრისტეს ზეცით მოვალს, მიეგებვოდეთ! ქრისტე ქვეყანასა ზედა არს, ამაღლდით!“, - ბრძანებს პატრიარქი ეპისტოლეში.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge