Loading...
Close
23 მაისი 2018 09:24
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
'ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას - ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უმრავლესობაში პოზიციები დაახლოვდა'
დღის თემა
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე 'საქართველო რუსეთის წინააღმდეგ' ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას - ხელები შორს საქართველოს ისტორიიდან!
ძიუდის ფედერაციის პრეზიდენტის სკამი, რომელიც ქუჩაში მოისროლეს, მოქალაქემ წაიღო
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
რელიგია
პატრიარქი - პასუხს ვაგებთ ფიქრზე, რომელიც გონებაში გვაქვს, საქმეზე, რომელსაც ვაკეთებთ
გამოქვეყნების დრო – 7 იანვარი 2018 08:44

ავს ვაკეთებთ თუ კარგს, ეს ყველაფერი შემდეგ იმ ქვეყნად აისახება და მთელი სისავსით გამოვლინდება; ამიტომაც ჩვენს ყველა ნაბიჯს და არსებობის ყოველ წუთს დიდი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი , უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში ბრძანებს.

“ჩვენ ყველამ მშობლებისა და წინაპართაგან მივიღეთ გენეტიკური მემკვიდრეობა. ამ მემკვიდრეობის, გარემოებათა და პიროვნული არჩევანის მიხედვით კი ვყალიბდებით ინდივიდებად.
ეს შემოქმედებითი პროცესია, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ქმედებების ნაწილი მოვიწონოთ, ნაწილი დავიწუნოთ, ზოგს განვერიდოთ, ზოგს მუდმივად ვებრძოლოთ … და ასე გავხდეთ თანამონაწილე ჩვენი ,,მე"-ს გამოძერწვისა.

ავს ვაკეთებთ თუ კარგს, ეს ყველაფერი შემდეგ იმ ქვეყნად აისახება და მთელი სისავსით გამოვლინდება; ამიტომაც ჩვენს ყველა ნაბიჯს და არსებობის ყოველ წუთს დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჩვენ ვმოქმედებთ გონებით, სიტყვით, საქმით, გრძნობით და პასუხს ვაგებთ ფიქრზე, რომელიც გონებაში გვაქვს, საქმეზე, რომელსაც ვაკეთებთ, ტკივილზე თუ სიხარულზე, რომელსაც განვიცდით, სიტყვაზე, რომელსაც ვამბობთ, მზერაზეც კი … რადგან ეს ჩემი აზრია, ჩემი გრძნობაა, ჩემი მოქმედებაა, ჩემი სიტყვაა, ჩემი განწყობაა. მე ვქმნი ამ ყოველივეს და ჩემს ,,მე"-დ, ჩემს ინდივიდუალურ ყოფად ვაქცევ.

წარმოიდგინეთ, მუდმივად რამდენი მიმართულებით ვავლენთ თავს. ამასთან, უმეტეს შემთხვევაში არც ვუკვირდებით და ვერც ვაცნობიერებთ, რას ვაკეთებთ, რატომ და როგორ ვმოქმედებთ.
რა არის ჩვენთვის სასარგებლო ან უარსაყოფი, რა ითვლება სიმართლედ და სიკეთედ, როგორ ვიცხოვროთ, როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება? – ეს კითხვები ფილოსოფოსთათვის საუკუნეთა მანძილზე განსჯის საგნად იყო ქცეული და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

ქრისტიანობამ კი ყველასთვის გასაგებად მარტივად გასცა მას პასუხი: ,,შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი სულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და დიდი მცნება და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი" (მთ.22, 37-39), ანდა ,,ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ" (მთ. 7,12).

მაგრამ ამგვარი ცხოვრების შედეგი არ არის მიწიერი ბედნიერება, სიმდიდრე და თანამდებობა, არც პატივი და უზრუნველი ყოფა.

ასეთი ცხოვრების შედეგი არის მარადიული ნეტარება, მარადიული სიხარულის განცდა და ანგელოზთა თანა ქრისტეს საუფლოში მყოფობა“, - ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.



საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge