Loading...
Close
25 აპრილი 2018 08:38
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
ვითარება ერევანში - აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს (ვიდეო)
დღის თემა
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ემზარ კვიციანის ინიციატივა უკიდურესად შემაშფოთებელია
ეკონომიკა
ზურაბ ჭიაბერაშვილი მცირე ბიზნესისთვის დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვის - 100,000 ლარიანი ზღვრის 200,000 ლარამდე გაზრდას ითხოვს
ახალი ამბები »»»
ვიდეო
სარგსიანი გადადგა - ერევანში ზეიმია
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
იზრდება გართობის, დასვენების, კულტურული ღონისძიებების ეკონომიკა - თბილისის ღამის ეკონომიკის პრეზენტაცია 
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
სამართალი
სპეცოპერაცია სოფელ ომალოში - სუს-მა ტერორიზმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
გამოქვეყნების დრო – 9 იანვარი 2018 17:10

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დღეს ახმეტაში დაკავებულ იქნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩატარდა ჩხრეკა.

''გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას ,ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს'', - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge