Loading...
Close
23 იანვარი 2018 18:08
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
'შსს-ს ძირითადი ამოცანა ნარკოდანაშაულთან ბრძოლაა' - შს მინისტრის პოზიცია ნარკოპოლიტიკის თაობაზე
დღის თემა
გიორგი გიორგანაშვილი - ვცდილობდი ყოველთვის საზოგადოებრივი წესრიგი დამეცვა, ჩემი ბრალდება აბსურდულია
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
კახა კალაძის პირველი კომენტარი დავით სოკოლოვის ბინასთან დაკავშირებით
'დეპუტატობა ჩაგიდეს? თქვენ ის არ ხართ, წინა ხელისუფლების დროსაც ხელისუფლებაში რომ იყავით?' - ჟურნალისტი რომან კაკულიას
მოამბის ყოფილი დიქტორი დავით სოკოლოვი ხანდაზმულთა ჰოსპიტალში ცხოვრობს
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
საზოგადოება
ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების გამო, ათი დეპუტატი ათას-ათასი ლარით დაჯარიმდა
გამოქვეყნების დრო – 10 იანვარი 2018 11:14


ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების გამო, 2017 წელს ათი მოქმედი და ორი ყოფილი პარლამენტარი, ათას-ათასი ლარით დაჯარიმდა.

საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, ჯარიმა დაეკისრათ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს: არჩილ თალაკვაძეს, აკაკი ზოიძეს, გუგული მაღრაძეს, მიხეილ ყაველაშვილს, ოთარ ჩრდილელს, ირაკლი აბუსერიძეს, ზვიად კვაჭანტირაძეს, თამაზ ნავერიანს და პაატა მხეიძეს; დამოუკიდებელ დეპუტატ რამაზ ნიკოლაიშვილს, ასევე პარლამენტის ყოფილ წევრებს თემურ მაისურაძეს და ვლადიმერ აჩბას.

დარღვევათა ძირითადი ნაწილი ტექნიკური ხასიათისაა.

პარლამენტართა შემოწმებულ დეკლარაციებში ხარვეზები არ აღმოჩნდა ხათუნა გოგორიშვილისა და დავით ბაქრაძის დეკლარაციებში.

გამოვლენილი დარღვევები შემდეგია: შეუსაბამობა უძრავი ქონების მითითებულ და რეალურ ფართებს შორის; ოჯახის წევრების არადეკლარირებული უძრავი ქონება (სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); ცდომილება საბანკო ანგარიშების დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით ჩაწერილ და საბანკო ამონაწერში დაფიქსირებულ ნაშთს შორის; არადეკლარირებული საბანკო (დამხმარე) ანგარიშები; შეცდომით დაანგარიშებული მატერიალური შედეგები სასესხო ხელშეკრულებების შემთხვევებში.

სამეწარმეო საქმიანობის შემთხვევაში, თანამდებობის პირებმა არ მიუთითეს ინფორმაცია საწარმოების წილების ან ინდივიდუალური მეწარმეობის თაობაზე, სრულყოფილად არ დააფიქსირეს ოჯახის წევრების ან საკუთარი შემოსავლები. მაგალითად, დოკუმენტში დარიცხულის ნაცვლად, ხელზე მიღებული შემოსავალი დააფიქსირეს.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge

ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ხელოვნება
მედიცინა
გასტრონომია
საინტერესო
განათლება
ანალიტიკა
მედია
რელიგია
ამინდი
ვალუტის კურსი
ბლოგი
ლიტერატურა
პერსონა
ეს საინტერესოა
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
ისტორია
არქიტექტურა
რა მოხდა დღეს
არქივი
დიზაინი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge