Loading...
Close
22 იანვარი 2018 10:05
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
კახიძე - მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციოს ამ ძალიან საგანგაშო კრიმინოგენულ ვითარებას
დღის თემა
ვაქცინაციის თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალური განცხადება გააკეთა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მამა პეტრე კოლხი - გვერდს ვერ ავუვლით, როდესაც შვილს აქვს სურვილი იაროს კლუბში და მოუსმინოს ელექტრონულ მუსიკას
'ნარკოტიკი 'ეკაიტიპებათ', როდესაც ამას გადავიტანთ ჯანდაცვის ჭრილში, მიხვდებიან რომ ეს დაავადებაა!'
მელია - ის წყობიდან გამოვიდა მას შემდეგ, რაც ბატონ გახარიასთან დაკავშირებით ვთქვი
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
საზოგადოება
თბილისელების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხში ცვლილებები შევიდა
გამოქვეყნების დრო – 10 იანვარი 2018 11:52

თბილისელების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხში ცვლილებები შევიდა - ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ იყო კორუფციის რისკები და დაფინანსებისას დუბლირებები.

"ჩვენ შევიმუშავეთ გამგეობების მიერ მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ღირებულების დაფინანსების მიზნით ფინანსური დახმარების გაწევის წესი. მინდა ვთხოვო გელა ჩივიაშვილს, გააკეთოს განმარტებები თუ რა ცვლილებები განხორციელდა და როგორი მიდგომები იქნება. მთავარია ის, რომ მოსახლეობის მიმართ განსხვავებულ მიდგომებს თავიდან აგვაცილებს ეს ცვლილება. გარდა ამისა, გამორიცხავს კორუფციულ რისკებს, დაფინასების დუბლირებას", - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა განმარტა, რომ 1000 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას გამგეობები, ხოლო 1000 ლარს ზემოთ, თბილისის მერია დააფინანსებს.

"როგორც ცნობილია, გამგებლები აფინანსებენ ე.წ. სხვა სოციალური პროგრამიდან ოპერაციებსა და მედიკამენტებს. წესი იქნა დღეს დამტკიცებული თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთი სამედიცინო მანიპულაციების დაფინანსება. კერძოდ, გამოიყო პრიორიტეტული ჯგუფები. ამ ჯგუფებში შედიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, შშმ პირები, ვეტერანები, მარჩენალდაკარგულები და სხვადასხვა საჭიროების მქონე კატეგორიები. მათი დაფინანსება განხორციელდება პრიორიტეტულად. გამგეობებს ექნებათ კონკრეტული პროცედურა ამ მიმართულებით. გარდა ამ პრიორიტეტებისა, დაფინანსება გაგრძელდება ყველა იმ საჭიროებაზე, რომელიც არ შედიოდა პრიორიტეტულ მიმართულებებში, მაგრამ მათ სჭირდებოდათ. ასეთი შემთხვევების ინდივიდუალური შესწავლა მოხდება უშუალოდ გამგეობების მიერ და ამ შესწავლის შედეგებით განხორციელდება დაფინანსება. დაფინანსებაში განსაზღვრულია, რომ სხვადასხვა პროცენტებით მოხდება სხვადასხვა მანიპულაციების დაფინანსება საყოველთაოს ტარიფების გათვალისწინებით. აქამდე ერთი და იგივე პიროვნების დაფინანსება ხდებოდა როგორც მერიის, ასევე გამგეობის ბიუჯეტიდან, ახლა უკვე ეს გაიყო, გამგეობა დააფინანსებს 1000 ლარამდე სამედიცინო მანიპულაციებს, ხოლო 1000 ლარის ზემოთ დაფინანსებას განახორციელებს თბილისის მერიის ჩვენი სამსახური. ეს ბიუჯეტი არ შეცვლილა. რაც შეეხება კორუფციის რისკებს, აქ იგულისხმებოდა, რომ აქამდე დაფინანსება ხდებოდა როგორც საყოველთაოს ტარიფით, ასევე კომერციული ტარიფითაც, როდესაც სამედიცინო კლინიკები ახორციელებდნენ ანგარიშფაქტურების წარმოდგენას. ვინაიდან არის განსხვავება საყოველთაოს ტარიფის და კლინიკების მიერ წარმოდგენილ ანგარიშფაქტურების ტარიფებს შორის, საყოველთაო დაზღვევის ტარიფის მიხედვით განხორციელდება უკვე მომსახურების დაფინანსება", - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ხელოვნება
მედიცინა
გასტრონომია
საინტერესო
განათლება
ანალიტიკა
მედია
რელიგია
ანიმნდი
ვალუტის კურსი
ბლოგი
ლიტერატურა
პერსონა
ეს საინტერესოა
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
ისტორია
არქირაექტურა
რა მოხდა დღეს
არქივი
დიზაინი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge