Loading...
Close
22 იანვარი 2018 10:01
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
კახიძე - მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციოს ამ ძალიან საგანგაშო კრიმინოგენულ ვითარებას
დღის თემა
ვაქცინაციის თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალური განცხადება გააკეთა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მამა პეტრე კოლხი - გვერდს ვერ ავუვლით, როდესაც შვილს აქვს სურვილი იაროს კლუბში და მოუსმინოს ელექტრონულ მუსიკას
'ნარკოტიკი 'ეკაიტიპებათ', როდესაც ამას გადავიტანთ ჯანდაცვის ჭრილში, მიხვდებიან რომ ეს დაავადებაა!'
მელია - ის წყობიდან გამოვიდა მას შემდეგ, რაც ბატონ გახარიასთან დაკავშირებით ვთქვი
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
საზოგადოება
6 მოსამართლე 1000-1000 ლარით დააჯარიმეს
გამოქვეყნების დრო – 10 იანვარი 2018 14:25

საქართველოს საჯარო სამსახურმა 2017 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები ანგარიში გამოაქვეყნა. 2017 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ჯამში მონიტორინგი ჩაუტარდა 287 დეკლარაციას, აქედან 284 შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული და 3 დეკლარაცია დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე. მონიტორინგის შედეგად 224 დეკლარაცია შეფასდა უარყოფითად, ხოლო 56 დეკლარაცია შეფასდა დადებითად. მონიტორინგის შედეგების შესახებაც ეცნობათ დეკლარანტებს კანონით დადგენილი წესით.

თანამდებობების მიხედვით 287 შემოწმებულ დეკლარაციაში შემოწმდა, სასამართლო ხელისუფლება.

შემოწმებული 13 მოსამართლიდან დაჯარიმდა 6 მოსამართლე.

1. ურთმელიძე თამაზ - მოსამართლე (ყოფილი), თბილისის საქალაქო სასამართლო;
2. ზამბახიძე თამარ - მოსამართლე, თბილისის სააპელაციო სასამართლო;
3. ჯაშიაშვილი ნათელა - მოსამართლე (ყოფილი), გურჯაანის რაიონული სასამართლო;
4. კიკნაძე მარინა - მოსამართლე, ოზურგეთის რაიონული სასამართლო;
5. ნოზაძე ლელა - მოსამართლე, თბილისის საქალაქო სასამართლო;
6. ჩხაიძე სიმონ - მოსამართლე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო;

2017 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში აღნიშნულია, რომ მოსმართლეების შევსებულ დეკლარაციაში:

• შეუსაბამობა უძრავი ქონების ფართებში (დეკლარანტს მითითებული აქვს დაახლოებითი ფართი და არა რეალური ფართი, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზებში)

• დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება, რომელიც რეგისტრირებულია ოჯახის წევრის სახელზე და არის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

• ცდომილება საბანკო ანგარიშების დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით ჩაწერილ ნაშთსა და საბანკო ამონაწერში დაფიქსირებულ ნაშთს შორის;

• დაუდეკლარირებელი საბანკო (დამხმარე) ანგარიშები, ;

• შეცდომით დაანგარიშებული მატერიალური შედეგები სასესხო ხელშეკრულებების შემთხვევებში;

• სამეწარმეო საქმიანობის შემთხვევაში, არ ფიქსირდება საწარმოების წილების ან/და ინდივიდუალური მეწარმეობის თაობაზე ინფორმაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმო დაფუძნებიდან დღემდე ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს;

• ანაზღაურებადი საქმიანობის ნაწილში დარღვევები: ოჯახის წევრების შემოსავლების არ დაფიქსირება ან განსხვავებული ოდენობით დაფიქსირება, წლიური შემოსავალის არასწორად/ზეპირად დაანგარიშება და არა დაწესებულების ბუღალტრისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაბეგრილი (ხელზე მიღებული) შემოსავალის დეკლარირება დაუბეგრავის (დარიცხულის) ნაცვლად.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge

ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ხელოვნება
მედიცინა
გასტრონომია
საინტერესო
განათლება
ანალიტიკა
მედია
რელიგია
ანიმნდი
ვალუტის კურსი
ბლოგი
ლიტერატურა
პერსონა
ეს საინტერესოა
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
ისტორია
არქირაექტურა
რა მოხდა დღეს
არქივი
დიზაინი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge