Loading...
Close
21 მაისი 2018 06:43
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
გიორგი გახარიას გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე - პირდაპირი ეთერი
დღის თემა
გრიგორი კარასინი - მოსკოვი არ გამორიცხავს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას 
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
'დანაშაულზე მაღლა დავდგე? ვთქვა რომ უდანაშაულოა?!' - რატომ არ იწყალებს პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილს
კლუბებში შეჭრის საქმე - გიორგი გახარია პოლიციას მადლობას უხდის - შს მინისტრის ვრცელი განცხადება
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
რეგიონი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებში საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში მოხვდა
გამოქვეყნების დრო – 11 იანვარი 2018 12:58

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელი მოგზაურებისთვის უსაფრთხოების ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ქვეყნები უსაფრთხოების მიხედვით ოთხ კატეგორიად დაყო, ხოლო საქართველო პირველ, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში მოხვდა.

პირველ ჯგუფში მოხვდნენ ქვეყნები, სადაც უსაფრთხოების სტანდარტული ზომების დაცვა საკმარისია - ავსტრია, კანადა, შვეიცარია, სკანდინავიის ქვეყნები, ევროკავშირის ყველა აღმოსავლეთევროპული ქვეყანა, თითქმის ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რუსეთის, უკრაინისა და აზერბაიჯანის გარდა.

მეორე კატეგორიის ქვეყნებს შორის, სადაც, ვაშინგტონის შეფასებით, მეტი სიფრთხილეა საჭირო, მოხვდა დასავლეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. „კრიმინალის დონისა და არეულობების“ გამო ამ კატეგორიაშია უკრაინაც.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, მესამე ჯგუფის ქვეყნებში, მათ შორის, რუსეთში გამგზავრების გეგმების გადახედვა სჯობს. რუსეთი ამ კატეგორიაში იმიტომ შეიყვანეს, რომ ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხე არსებობს, ხოლო ამერიკელები სხვადასხვა შევიწროების მსხვერპლები ხდებიან. ამავე ჯგუფში მოხვდნენ ვენესუელა, კუბა, ნიგერი, სუდანი, პაკისტანი, თურქეთი და სხვები.

სიცოცხლისთვის შესაძლო საფრთხის გამო აშშ-ს ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს მეოთხე კატეგორიის ქვეყნებში არ გაემგზავრონ. ამ ქვეყნებს შორის არიან ავღანეთი, ირანი, ერაყი, ლიბია, ჩრდილოეთ კორეა, სირია, სომალი და სხვები.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ავსტრიის შს მინისტრი - სარისკო იყო 'ისლამურ სახელმწიფოსთან' კავშირში ბრალდებული ტერორისტის ავსტრიაში ჩამოყვანა
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge