Loading...
Close
22 იანვარი 2018 10:08
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
კახიძე - მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციოს ამ ძალიან საგანგაშო კრიმინოგენულ ვითარებას
დღის თემა
ვაქცინაციის თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალური განცხადება გააკეთა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მამა პეტრე კოლხი - გვერდს ვერ ავუვლით, როდესაც შვილს აქვს სურვილი იაროს კლუბში და მოუსმინოს ელექტრონულ მუსიკას
'ნარკოტიკი 'ეკაიტიპებათ', როდესაც ამას გადავიტანთ ჯანდაცვის ჭრილში, მიხვდებიან რომ ეს დაავადებაა!'
მელია - ის წყობიდან გამოვიდა მას შემდეგ, რაც ბატონ გახარიასთან დაკავშირებით ვთქვი
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
პოლიტიკა
სუბარი - ისეთ ფონს ვქმნით, რომ ეჭვქვეშ ვაყენებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასაც და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასაც
გამოქვეყნების დრო – 11 იანვარი 2018 13:37

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა თემირლან მაჩალიკაშვილის და ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოწვევაა, ხოლო, აღნიშნული სპეცოპერაცია იყო აუცილებელი და ჩატარდა მაღალ პროფესიულ დონეზე.

“სპეცოპერაცია იყო აუცილებელი და ჩატარდა პროფესიულ დონეზე, მოხდა თუ არა ძალის გადამეტება, ამ წუთას კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ვიდრე გამოძიება არ იქნება, ჩემგან რაიმე კომენტარის გაკეთება არ იქნება მართალი. ზოგადად, მგონია ისეთ ფონს ვქმნით ახლა, რომ ეჭვქვეშ ვაყენებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასაც და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასაც. არ მგონია, ეს მართალი აქცენტები იყოს.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა დღეს ყველაზე მთავარი და დიდი გამოწვევაა თანამედროვე მსოფლიოში, საქართველოც არის ამ ბრძოლაში ჩაბმული. ტერორიზმის მხარდამჭერების წინააღმდეგ ბრძოლა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის უმთავრესი მოვალეობაა და ბუნებრივია, ჩვენც ამ ბრძოლაში ვართ. შესაბამისად, იმ სპეცსამსახურების ღვაწლი არის ძალიან დიდი, რომლებიც ამ ბრძოლაში არიან ჩაბმულები და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ თქვენი, ჩვენი და საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება დაცული იყოს. მათ შორის იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, რომლებსაც დღეს ძალიან სტკივა გული მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო. ბუნებრივია, ნებისმიერი ახალგაზრდის დაკარგვა არის ძალიან დიდი ტკივილი არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც, მაგრამ ეს ტკივილი იწყება მაშინ, როდესაც ადამიანებს შეიძლება გარკვეული კავშირი გაუჩნდეს ტერორიზმთან. ამიტომაც არის ტერორიზმთან ბრძოლა აუცილებელი, რომ ასეთი ახალგაზრდების ჩათრევა არ მოხდეს მსგავს საქმიანობაში”, – განაცხადა სუბარმა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge

ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ხელოვნება
მედიცინა
გასტრონომია
საინტერესო
განათლება
ანალიტიკა
მედია
რელიგია
ანიმნდი
ვალუტის კურსი
ბლოგი
ლიტერატურა
პერსონა
ეს საინტერესოა
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
ისტორია
არქირაექტურა
რა მოხდა დღეს
არქივი
დიზაინი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge