Loading...
Close
27 მაისი 2018 11:42
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს
დღის თემა
აშშ-ის კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიცირება მოხდა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მრგვალი მაგიდა თემაზე: 'თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის-მომავალი ასწლეულის სტრატეგია'
მიხეილ სააკაშვილი - ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
პოლიტიკა
ეკა ბესელია - შთაბეჭდილება იქმნება, რომ უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი აღიზიანებთ
გამოქვეყნების დრო – 11 იანვარი 2018 16:29

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების პირველ კატეგორიაში იკავებს ადგილს და ეს საერთო სიმშვიდისა და დაცულობის წინაპირობაა. მისი თქმით, ისეთი თავდასხმებია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, შთაბეჭდილება იქმნება, რომ უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი აღიზიანებთ.

„საკუთარი სოცოცხლის რისკის ფასად ჩვენი ქვეყნის სამსახურები ქმნიან ამ უსაფრთხო გარემოს. გადახედეთ მსოფლიოს, რა ხდება ტერორიზმის მზარდი საფრთხეების პირობებში, შეაღწიეს ყველაზე მეტად დაცული ქვეყნების შუაგულში. უსაფრთხოების სისტემა ამ ახალ გამოწვევებზე გადაეწყო კანონმდებლობით და საერთაშორისო ფორმატებში ერთიანი მექანიზმების შექმნით. ჩვენთან ისეთი თავდასხმებია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი აღიზიანებთ და ეჭქვეშ აყენებენ საერთაშორისო საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას. ამ ბრძოლაში იქნება გამოწვევები. ჩვენი მიზანი ჩვენი მოქალაქეების დაცვაა. ესეც უფლების ნაწილია - იცხოვრო უსაფრთხო გარემოში. გვინდა, რომ არავის სიცოცხლე არ შეეწიროს ამ ბრძოლას. ჩვენი მოქალაქეები ერთნაირად ძვირფასია. თითოეულის სიცოცხლე ძვირფასია ყოველგვარი სახელის და გვარის გარეშე და ეს დაცვის გარანტიები ყველას აქვს. სადაც ჩნდება კითხვები, იქ ობიექტური პასუხების გასაცემად ყველაფერი უნდა გაკეთდეს და ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები, ვინც ამას სწავლობს. სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნაწილია ხელშეწყობა ამ ბრძოლაში და არა ხელშეშლა. ეს ის თემაა, სადაც სპეკულაციები და საკუთარი არაჯანსაღი მიზნით განსჯა რომ დამაზიანებელი და სახიფათოა“, - აცხადებს ეკა ბესელია.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge

ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge