Loading...
Close
27 მაისი 2018 11:44
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს
დღის თემა
აშშ-ის კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიცირება მოხდა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მრგვალი მაგიდა თემაზე: 'თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის-მომავალი ასწლეულის სტრატეგია'
მიხეილ სააკაშვილი - ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
პოლიტიკა
სესიაშვილი - სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმით პრემიერიც დაინტერესებულია და სამუშაო პროცესის საქმის კურსშია
გამოქვეყნების დრო – 11 იანვარი 2018 17:01

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმით პრემიერ-მინისტრიც დაინტერესებულია და მიმდინარე სამუშაო პროცესის საქმის კურსშია. მისი თქმით, სამხედრო სავალდებულო სამსახური ქვეყნის უსაფრთხოებას სჭირდება და შესაბამისად, მნიშვნელოვანია დაიხვეწოს წვევამდელთა სისტემა, რადგან ნებისმიერი წვევამდელი მომავალი რეზერვისტია.

“ყველანი ვთანხმდებით, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური რეფორმას საჭიროებს. ამ მხრივ, თავდაცვის სამინისტრომ პირველი აქტიური ნაბიჯი გადადგა და ყველა წვევამდელი სამხედრო მომზადებას გადის. მათთვის სოციალური პირობებიც გაუმჯობესდა და ისინი დასვენების უფლებითაც სარგებლობენ. სამხედრო სავალდებულო სამსახური არის კომპლექსური თემა, რადგან წვევამდელებს სამხედრო სამსახურის გავლა სხვადასხვა უწყებაში უწევთ. რეფორმაზე მუშაობას ვიწყებთ და სამუშაო პროცესში დავინახავთ, რომელ უწყებას რა ტიპის პრობლემები აქვს. ჩვენ საერთო პრინციპებზე შევთანხმდებით და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, რა ტიპის რეფორმა უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge

ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge