Loading...
Close
22 იანვარი 2018 10:00
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
კახიძე - მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციოს ამ ძალიან საგანგაშო კრიმინოგენულ ვითარებას
დღის თემა
ვაქცინაციის თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალური განცხადება გააკეთა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე – დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მამა პეტრე კოლხი - გვერდს ვერ ავუვლით, როდესაც შვილს აქვს სურვილი იაროს კლუბში და მოუსმინოს ელექტრონულ მუსიკას
'ნარკოტიკი 'ეკაიტიპებათ', როდესაც ამას გადავიტანთ ჯანდაცვის ჭრილში, მიხვდებიან რომ ეს დაავადებაა!'
მელია - ის წყობიდან გამოვიდა მას შემდეგ, რაც ბატონ გახარიასთან დაკავშირებით ვთქვი
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
საზოგადოება
'გთხოვთ, ჩემი წერილი გამოაქვეყნოთ სრულად' - თამაზ ურთმელიძე 'რუსთავი 2'-ს მიმართავს
გამოქვეყნების დრო – 11 იანვარი 2018 17:12
არასამთავრობო ორგანიზაცია “მოსამართლეთა ერთობა” თბილისის საქალაქო სასამართოს ყოფილი მოსამართლის თამაზ ურთმელიძის განცხადებას ავრცელებს, რომელიც სამაუწყებლო ტელეკომპანია „რუსთავი 2„-ს მიმართავს.

“2018 წლის 10 იანვარს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის„18-საათიან“ და ,,21-საათიან“ საინფორმაციო გადაცემებში გავიდა სიუჟეტები სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ „2017 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიშის„ თაობაზე.

სიუჟეტებში გამოკვეთილად, ხაზგასმით იქნა ნახსენები ჩემი – თამაზ ურთმელიძის გვარი, ნაჩვენები იქნა კადრები, სადაც მე, 2016 წელს მონაწილეობას ვიღებდი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოცხადებულ კონკურსში. რეალურად, სიუჟეტის დიდი ნაწილი დაეთმო ჩემს პიროვნებას.

სიუჟეტის საერთო კონტექსტი იყო სრულიად უარყოფითი და ეხებოდა იმას, რომ თითქოს დეკლარაციების შევსებისას თანამდებობის პირები მალავენ ქონებას და ჩადიან დანაშაულს.

ჟურნალისტური ეთიკა მოითხოვს, რომ ჟურნალისტმა ინფორმაცია მიიღოს უშუალოდ იმ პირისაგან, რომელსაც ეხება სიუჟეტი. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა პიროვნება უარყოფით კონტექსტშია ნახსენები, მას ცალსახად უნდა მიეცეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება.

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა ხაზგასმა გააკეთა ჩემს პიროვნებაზე, იგი მე არ დამკავშირებია და შესაბამისად არ მიუღია ინფორმაციაუშუალოდ პირველწყაროსაგან.

საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია, რომ თანამდებობის პირები იყვნენ კანონმორჩილნი და გარდა სხვა მოთხოვნებისა, სწორად ავსებდნენ სავალდებულო ქონებრივ დეკლარაციებს. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემოწმებული დეკლარაციებიდან დგინდება, რომ ყოველი 10-დან არასწორად ივსება 8 დეკლარაცია. ასევე ცნობილია, რომ კანონმდებლობის მოთხოვნები შეიცვალა და 2017 წლის დეკლარაციების შემოწმება მოხდა ახალი წესით. ჟურნალისტი არ დაინტერესებულა ახალი წესის ამოქმედებამ ხომ არ გამოიწვია მომრავლებული შეცდომები, ან საკანონმდებლო ხარვეზი ხომ არ უდევს საფუძვლად აღნიშნულ სტატისტიკას. არადა ჟურნალისტების საქმიანობის ძირითადი მიმართულება უნდა იყოს რეალური პრობლემის დანახვა და გამოსწორების გზების ჩვენება საზოგადოებისათვის და არა ცალმხრივი, მიკერძოებული სიუჟეტების მომზადება და საეთერო სივრცის ამ მიზნით გამოყენება.

ჩემს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ მე არ დავეთანხმე დეკლარაციის შევსების უარყოფით შეფასებას და დაჯარიმებას, მაგრამ როგორც კანონმორჩილი მოქალაქემ, კანონის მოთხოვნის შესაბამისად წინასწარ გადავიხადე დაკისრებული ჯარიმა, ხოლო ჩემი უფლებების დასაცავად, ადმინისტრაციულისარჩელით მივმართე შესაბამის სასამართლოს. ჩემი მოთხოვნაა გაუქმდეს დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტი და დამიბრუნდეს ჯარიმის თანხა. გამომდინარე იქიდან, რომ საქმე სასამართლოშია, ტელევიზიაში ნებისმიერი არაკვალიფიციურად მომზადებული სიუჟეტი და ზედაპირული ინფორმაცია შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც თქვენი ტელევიზიის მიზანმიმართული დევნა ჩემს მიმართ ან სასამართლოზე ზეწოლის მოხდენა.

რადგან მე არ მომეცა საშუალება ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა სიუჟეტის მომზადებისას, გთხოვთ, ჩემი წერილი გამოაქვეყნოთ სრულად, ოფიციალურად თქვენი ტელევიზიით, იმავე საეთერო დროს-18 საათიან და 21 საათიან საინფორმაციო გადაცემებში”, – ნათქვამია განცხადებაში.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge

იხილეთ: 6 მოსამართლე 1000-1000 ლარით დააჯარიმეს
ახალი ამბები
ინტერვიუ
ექსკლუზივი
ხელოვნება
მედიცინა
გასტრონომია
საინტერესო
განათლება
ანალიტიკა
მედია
რელიგია
ანიმნდი
ვალუტის კურსი
ბლოგი
ლიტერატურა
პერსონა
ეს საინტერესოა
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
ისტორია
არქირაექტურა
რა მოხდა დღეს
არქივი
დიზაინი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge